ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს დისტანციური კენჭისყრის შესახებ
შესაბამისი ფედერალური კანონი გამოქვეყნებულია „სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფო სისტემის“ საინტერნეტო პორტალზე.
კანონი ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტისა და ელექტრონული სისტემის გამოყენებას ყველა დონის არჩევნებსა და რეფერენდუმში ხმის მიცემის დროს.
ასევე შესაძლებელია სახელმწიფო მომსახურების პორტალის გამოყენებითამომრჩევლების ხელმოწერების შეგროვება.
აღნიშნული კანონი სახელმწიფო სათათბირომ 13 მაისს, ფედერაციის საბჭომ - 20 მაისს დაამტკიცეს.