SpaceX-ი და NASA დღეს ისტორიაში პირველად გაუშვებენ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდს
„გაშვებისთვის მზად ვართ!“ დაწერა ტვიტერში NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტინმა. მისი თქმით, გაშვება დაგეგმილ დროს მოხდება ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან.
SpaceX-ი გახდება პირველი კერძო კომპანია, რომელიც ადამიანებს გაგზავნის კოსმოსში და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს მათ.
წარმატების შემთხვევაში ამ სტარტით დაიწყება ახალი ერა კოსმოსის ათვისებაში, რაც შვიდი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს ხელში იყო.
ასტრონავტები ბენკენი და ჰარლი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.
Crew Dragon-ის გაშვება ადგილობრივი დროით 4:33-ზე (თბილისის დროით 28 მაისს, 00:33-ზე) არის დაგეგმილი.