რუსეთში 370 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ
განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დარეგისტრირდა 8 338 შემთხვევა. წუხანდელი მონაცემებით 161 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანად პანდემიის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე 4000 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ სტატისტიკის ფონია გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, რუსი ექიმების 80 პროცენტი არ ენდობა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს.
ამის შესახებ საუბარია გამოცემა „მედიცინსკი ვესტნიკში“, რომელიც სოციალური გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა.