Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამყრელიძე: COVID-ის 26 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა COVID-19-ის უკონტროლო და სახიფათო გავრცელებაზე არ მიუთითებს, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, სწრაფად და ორგანიზებულად ხდება როგორც ინფიცირებულთა გამოვლენა-მკურნალობა, ასევე კონტაქტების გამოკვლევა და მათი იზოლირება.


„26 ახალი შემთხვევა არ ქმნის პანიკის არავითარ საფუძველს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება. ვიცით თითოეული ინფიცირებულის კონტაქტები, ვახდენთ თითოეულის იზოლირებას სწრაფად, თითოეულის მკურნალობას, ვინც - დადებითია (ტესტირების პასუხის მიხედვით) და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


საქართველოში გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება და ახალი ინფიცირებულები ძველების კონტაქტებს წარმოადგენენ. სხვა 8 შემთხვევიდან, 4 - იზოლაციაში მყოფი პირია, ხოლო კიდევ 4 - ე.წ. საბურთალოს კლასტერს წარმოადგენს. ამ კლასტერის ფარგლებში სულ 15 ინფიცირებულია გამოვლენილი. 


ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პირობებში თეორიულად მოსალოდნელია შემთხვევების მატება, მაგრამ ამ პრობლემასთან გამკლავება უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვით იქნება შესაძლებელი.   

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *