Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაქრაძის თქმით, მათ 20 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისას მათ 20 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი თქმით, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, პროცესები ნოემბრის სცენარით წავიდოდა:


„ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას”.


21 ივნისს, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.


ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.


20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები, თუმცა, უარს აცხადებდნენ პროცესში ჩართვაზე მეორე მოსმენისას, თუკი არ გათავისუფლდება „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა, რომელიც გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.


კანონპროექტს მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის" წევრები. კანონპროექტის მომხრეების რიცხვში იყო დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი ნაწილიც.


კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, სანამ სრულფასოვნად არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და მმართველი გუნდი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *