Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გორის მერს დაბადების დღის საჩუქრად რუსეთის დროშა დაუხატეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გორის მერიის შენობის წინ, ასფალტზე რუსეთის დროშა დახატეს და КГБ მიაწერეს.


ეს აქცია-პერფორმანსი მიეძღვნა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, რომელსაც 15 აგვისტოს 63 წელი შეუსრულდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გორის მერს ასეთი საჩუქარი პრორუსული განცხადებებისა და საბჭოთა ნოსტალგიური განწყობის გამო შეურჩიეს.


როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რუსეთის დროშის ხატვისას მერიიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოვიდნენ და პროცესის შეჩერება სცადეს, თუმცა პარტიის აქტივისტებმა ნახატის დასრულება მაინც შეძლეს. 


გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და ამ საკითხზე მისი პოზიცია უცნობია.


2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს,  თავზარაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი ქართული სოფლებიდან იბომბებოდა. შარშან კი, როცა საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიაანთკარში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს და სოფლის კუთვნილი მიწის ნაკვეთები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს, მერს არ შეუწყვეტია შვებულება და აჭარის ზღვისპირეთში დასვენება. მოგვიანებით მან ახსნა, რომ რუსებთან მაინც ვერაფერს გააწყობდა.


გორის მერის ამ ქმედებებს მუდმივად იხსენებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავისი აქცია-პერფორმანსით „ევროპული საქართველოც“ ამ ფაქტების გახსენებას ისახავდა მიზნად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *