Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლუკაშენკამ პუტინთან განიხილა მასობრივი გამოსვლების თემა მისი გადადგომის მოთხოვნის ზრდის ფონზე

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავის ქვეყნაში მზარდი საპროტესტო გამოსვლები განიხილა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ერთად, იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო მედია.


სატელეფონო საუბარი 15 აგვისტოს გაიმართა ლუკაშენკას გადადგომის მზარდი მოთხოვნის ფონზე არჩევნების შემდეგ, რამაც გამოიწვია არნახული საპროტესტო გამოსვლები და მთავრობის მხრიდან მათი სასტიკი ჩახშობა. ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობაზე დაყრდნობით Belta იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს ბელარუსსა და მის გარშემო ვითარებაზე, თუმცა დეტალები არ მოჰყავს.


კრემლის განცხადებაში წერია, რომ ორმა ლიდერმა საუბრის დროს „გამოხატეს რწმენა“, რომ „პრობლემები“ ბელარუსში „მოგვარდება მალე“.


ათასობით ბელარუსი მონაწილეობს უკვე მეშვიდე დღეა მშვიდობიან გამოსვლებში, რომლებიც 26-წლიანი მმართველობის განმავლობაში ლუკაშენკას უდიდესი გამოწვევაა. ლუკაშენკამ ადრე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი სურს და გამოთქვა გაფრთხილება, რომ საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება. „პუტინთან დაკავშირებაა საჭირო, რათა მასთან საუბარი შევძლო, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსს არ უქმნის საფრთხეს“, იუწყება სააგენტო Belta.


ლუკაშენკამ გადარჩენის უნარის მქონე პოლიტიკოსის რეპუტაცია განიმტკიცა მოსკოვსა და დასავლეთს შორის ლავირებით, თავისი ქვეყნის სტრატეგიული პოზიციის გასამყარებლად. ის გასულ წლებში ჩინეთის გავლენას და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმა, რათა სივრცე შეექმნა რუსეთის მოსაგერიებლად.


არჩევნების შემდგომი არეულობა იმ პერიოდში ხდება, როცა დაძაბულობაა მინსკსა და მოსკოვს შორის რუსეთის კრედიტების, ენერგომატარებლების სუბსიდირების და რუსეთის შეთავაზების ფონზე, მოხდეს ბელარუსის ინტეგრაცია სახელმწიფოთა სამოკავშირეო ხელშეკრულებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *