ვირუსის ინფექცია მძვინვარებს ევროპაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რემდესივირის ეფექტიანობას „ცივი წყალი გადაასხა“
მილიონობით ფრანგი მოუთმენლად ელოდა თავისუფლების ბოლო ღამეს 16 ოქტომბერს, პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის გამოცხადებამდე, რომელიც სულ მცირე, ერთ თვეს მაინც გასტანს და რომლის შემოღებაც ახალი შემთხვევების საგანგაშო მატებით იყო ნაკარნახევი.
კომენდანტის საათის მიზანია, სახლში დატოვოს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი - საფრანგეთის მოსახლეობის 30 პროცენტი - საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე.
პარიზის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილების საწოლების დაახლოებით ნახევარი ამჟამად დაკავებულია კორონავირუსის პაციენტების მიერ.
16 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გერმანიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, რუსეთმა და პოლონეთმა იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც შეედრება გაზაფხულის მაჩვენებლებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის 53 ქვეყანაში - ეს ჯგუფი მოიცავს რუსეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს - კორონავირუსის 7.25 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული და დაახლოებით 250 000 შემთხვევა - სიკვდილისა.