Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სოციალ-დემოკრატი მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ პარტიას სხვისი მიცემული ფული შესწირა

სოციალ-დემოკრატიული პარტიის მე-3 ნომერი, მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ საკუთარ პარტიას სხვისი მიცემული ფული შესწირა. მან პარტიას 40 ათასი ლარი 19 აგვისტოს შესწირა. ინფორმაცია და მუსხელიშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტი kavshirebi.ge-მ გამოაქვეყნა.


"მე თვითონ შევიტანე, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც იყო სპეციალურად არჩევნებისთვის მოზიდული. პრინციპში, ჩემი ნათესავების, ჩემი ამხანაგების, ჩემი ფული და ასე შემდეგ", - განაცხადა მუსხელიშვილმა.


"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის მიხედვით (მუხლი 27), აკრძალულია სხვის ნაცვლად პარტიისთვის თანხის შეწირვა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის შეწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება, სამართალდამრღვევს კი სანქცია ეკისრება.


მუსხელიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროსაც დაადასტურა, რომ მას მისი მეგობრები და ახლობლები დაეხმარნენ, როგორც პარტიის წევრს.


"მე მჭირდება ფული არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩემი მეგობრები და ნათესავები მეხმარებიან. ვერ ვხედავ აქ კანონდარღვევას... ეს არ არის უცხო ხალხი, რომელიც ჩემი ხელით ფულს ათეთრებდეს", - თქვა მუსხელიშვილმა​.


აუდიტის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 5 000 ლარის ზემოთ შემომწირველების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურიდან იღებენ, რის შემდეგაც პირს გამოკითხვაზე იბარებენ. პრესსამსახურის განმარტებით, პირი ვალდებულია, შემოსავლის წყაროები დაასახელოს და დოკუმენტურად დაასაბუთოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *