Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჯონსონმა ბრიტანელებს მოუწოდა, მზად იყვნენ ბრექსიტისთვის შეთანხმების გარეშე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტელევიზიით მიმართა ბრიტანელებს და მოუწოდა მათ, მზად იყვნენ ევროკავშირიდან გასვლისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან სავაჭრო შეთანხმების გარეშე.


ამასთან, ჯონსონს იმედი აქვს, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან ბრექსიტის შესახებ მომავალ დღეებში.


ბრიტანეთის პრემიერის სიტყვებით, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, ლონდონის ურთიერთობა ევროკავშირთან იქნება ავსტრალიის მსგავსი, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე დაფუძნებული.


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯონსონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა ბრიტანეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად, მაგრამ „არა ყველაფრის ფასად“.


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, თანახმად, ერთადერთი სფერო, რომელშიც გაერთიანებული სამეფო გამარჯვებული იქნება შეთანხმების გარეშე, ესაა თევზჭერა. თევზჭერის საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, თუ ბრიტანეთს სურს სავაჭრო ხელშეკრულების მიღწევა, თქვა მაკრონმა.


საფრანგეთისთვის თევზჭერის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ფრანგი მეთევზეები თევზს ბრიტანეთის წყლებში იჭერენ.


მაკრონის თქმით, მთავარი ევროკავშირისთვის არის ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის კონკურენციის სამართლიანი წესების დადგენა.


ბრიტანელებმა ხმა მისცეს ევროკავშირიდან გასვლას 2016 წელს. ბრიტანეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან, მაგრამ შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდა ბრიტანეთის პარლამენტის უარის გამო. პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლმაც შეცვალა ამ პოსტზე ტერეზა მეი, პირობა დადო, რომ ბრიტანეთს გაიყვანდა ევროკავშირიდან შეთანხმებით ან მის გარეშე.


2020 წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაში შეიძლება თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *