Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ომამდე და ომის შემდეგ — ცხოვრება სტეფანაკერტში, ბომბების ქვეშ

ეთნიკურად სომეხი ანი მინასიანი არცახის* არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში, სტეფანაკერტში ცხოვრობს. 27 სექტემბრის შემდეგ, ანი, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, მწვავე შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრშია. 25 წლის მინასიანი რადიო თავისუფლებას უყვება, როგორია ცხოვრება ქალაქში ბომბების ქვეშ.


ახლა მეგობრის სახლში ვარ, რადგან აქ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩემთან. ცეცხლის შეწყვეტაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეთანხმების შემდეგ, სიტუაცია სტეფანაკერტში უკეთესია, ამ წუთას სიმშვიდეა, სარდაფებში არ ვართ. მაგრამ ვგრძნობთ, რომ ერთ წუთში შეიძლება მოულოდნელად ისევ დაიწყოს დაბომბვა. ომი არ დასრულებულა.




ერევნიდან ვარ, მაგრამ სამი თვის წინ გადმოვედი სამუშაოდ სტეფანაკერტში, არცახში. აქ არცახის საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელი ვარ. ომის დაწყების მომენტში ერევანში ვიყავი. 27 სექტემბერს, დილით ადრე, ჩემმა კოლეგებმა დამირეკეს და [ომის დაწყების შესახებ] მაცნობეს. საღამოს უკვე სტეფანაკერტში ვიყავი. ჩემი კოლეგები, რომელთაც პატარა შვილები ჰყავთ, ერევანში გადავიდნენ. რადიოში მხოლოდ სამნი დავრჩით. პირველი სამი დღე მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით, შემდეგ კოლეგები ერევნიდან შემოგვიერთდნენ, თუმცა ისინი ისევ იქ არიან.


მესამე დღეს დაიწყეს სტეფანაკერტის დაბომბვა. არ მეშინოდა, არ ვიცი რატომ. ცხოვრებაში პირველად ვხედავ ომს და ვცხოვრობ საომარ პირობებში, მაგრამ არ მეშინია.


როცა დაბომბვა იწყება, მხოლოდ ერთი გზა გაქვს - ჩადიხარ სარდაფში და იქ აგრძელებ ცხოვრებას. უსაფრთხოების სხვა საშუალება არ არსებობს. ყველას აქვს ასეთი, არც ისე „კომფორტული“ ადგილი. ბევრგან ინტერნეტი არ არის, ან ტელევიზორი. და ზოგიერთს ისე უწევს ცხოვრება, რომ არ იცის გარეთ რა ხდება. თუმცა არის რადიო - ძალიან ვამაყობ, რომ არცახის საზოგადოებრივ რადიოს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ომის დაწყებიდან დღემდე რადიო მუშაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ინტერნეტი და ტელევიზია არ არის, რადიო ერთადერთი საშუალებაა არ დაკარგო კავშირი გარე სამყაროსთან.




ვიდეო: სტეფანაკერტში, სარდაფში, ადგილობრივები უსმენენ „არცახის საზოგადოევრივ რადიოს“


ბუნკერები და სარდაფები ისევე განსხვავდება, როგორც სახლები. ზოგიერთში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. ზოგან 10-15 მოხუცი. ზოგ სარდაფში კი ქალები და ბავშვები. პირადად მე ვცხოვრობ მეგობართან.


რამდენიმე დღის წინ სარდაფში გოგონა დაიბადა. ხანდახან, როცა ძლიერად ბომბავენ, სიმღერას ვიწყებთ ხოლმე, ხმამაღლა ვმღერით, რომ ბომბების ხმა არ გვესმოდეს. ეს ძალიან გვშველის.




ეს ომი ჩვენთვის და თითოეული სომეხისთვის არ იყო მოულოდნელი. მე დავიბადე ქვეყანაში, რომლის თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყანა კონფლიქტურ ზონაშია. ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ომი განახლდებოდა. უბრალოდ არ ვიცოდით როდის.


რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ვიყავი, როცა დაბომბვა დაიწყეს. ზუსტად ჩემს თავზე აფეთქდა ბომბი. გადავრჩი, თუმცა გავშეშდი. ცას მივაშტერდი. ვიდექი და ვუყურებდი როგორ იბომბებოდა ქალაქი. ამ მომენტში გავაანალიზე, რომ არ მეშინოდა. ომის მე-15 დღეა და არ მეშინია. და ეს ყველაზე საზარელია. შევეგუე ომის რეალობას, რომელში ცხოვრებაც გვიწევს.


საცხოვრებელი სახლები, ღაზანჩეცოცის ეკლესია - რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ორჯერ დაბომბეს - ინფრასტრუქტურა, ხიდები, ქუჩები, ძალიან ბევრი რამ განადგურდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაიშალა ესაა რიგითი ადამიანების ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრება. ყველაფრის აშენება, აღდგენა შეიძლება, მაგრამ ადამიანების ცხოვრებისა და გრძნობების - არა.




ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ქალაქი მარტუნი, მარტაკერტი, მარტაკერტი და ჰადრუთი, რადგან რეალურად ცეცხლი არ შეწყვეტილა.


კი, მაქვს სახლი ერევანში, სადაც უსაფრთხოა. ჩემი მშობლები, ოჯახი იქაა. მაგრამ ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი ქვეყნის ნაწილია. მე უბრალოდ ერთი ქალაქიდან მეორეში გადმოვედი საცხოვრებლად. არ მგონია, რომ რამემ ერევანში დაბრუნება მაიძულოს. არც კი მინდა ვიფიქრო, რომ დადგება მომენტი, რომ ფიზიკურად ვერ დავრჩები აქ.


ჩემი ცხოვრება შეიძლება ორად დავყო - ომამდე და ომის შემდეგ. ომამდე დიდი გეგმები მქონდა, დიდი ოცნებები. იცით, ომი ოცნებებს გიპატარავებს, გიმარტივებს. ახლა მხოლოდ ის მინდა, გადავრჩე ცოცხალი, მომეცეს საშუალება ჩემს სამშობლოში გავაგრძელო მუშაობა და სიმშვიდე იყოს, რომ ჩემს საწოლში დავიძინო.


არცახი სომხური სახელწოდებაა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონისა, რომელსაც ათწლეულებია სომხები აკონტროლებენ, თუმცა საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის ნაწილია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *