ცნობილია საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში
ციურიხში მდებარე ფიფას შტაბბინაში დღეს გამართულ წილისყრაზე, ევროპის 55 ქვეყნის ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდა. შესარჩევი ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფების ჩემპიონები პირდაპირ მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურებს. მეორე ადგილზე გასულები კი მიზნისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ.