Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლილოს დასახლებაში მდებარე საწყობებში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი გაჩნდა. შენობაში განთავსებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც სახანძრო-სამაშველო ჯგუფისთვის ართულებდა სამუშაოებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.


ხანძრის ჩაქრობაში სულ მონაწილეობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი. მათ შეძლეს ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა.


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ჩამქრალია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *