Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცხინვალში აქციის მოსალოდნელი დარბევის შესახებ ცნობას უარყოფს დე ფაქტო შსს

საპროტესტო აქციის მოსალოდნელი დარბევს შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებულ ცხინვალში.  როგორც მოკლული ინალ ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, მილიციაში მომუშავე ახლობლებისგან შეიტყო, რომ დღეს, 7 დეკემბერს, ღამით საპროტესტო აქციის დარბევას აპირებენ.


„ჩვენ ამის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე ნაცნობებისგან გავიგეთ. გვითხრეს, რომ ძალისმიერი მეთოდებით საპროტესტო აქციის დაშლის დარბევის ბრძანება მიიღეს“. ინფორმაცია სოციალური ქსელებითაც სწრაფად გავრცელდა. ცხინვალელმა კომენტატორებმა კი ადგილობრივ მილიციას აქციის მონაწილეების დარბევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.


დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „სოციალური ქსელებით გავრცელდა ხმები, რომ თითქოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ემზადებიან აქციის მონაწილეების დასაშლელად, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მოსახლეობას მოვუწოდებთ არ აჰყვეს პროვოკაციას“.


მანამდე აქციის მონაწილეები დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფუხაევმა გააფრთხილა, რომ საპროტესტო აქცია არასანქცირებული იყო და როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. მილიციელებთან შელაპარაკების გამო, მოკლული ინალ ჯაბიევის ძმის, აცამაზ ჯაბიევის მიმართ ძებნაც გამოცხადდა.


4 დეკემბრიდან ოკუპირებულ ცხინვალში პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან ცხინვალელი მილიციელების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები. მოედანზე ჯაბიევის ცოლი და ახლო ნათესავები, 3 დღეა, იკრიბებიან და მათი მოთხოვნები უცვლელია: ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიანი გამოძიება და იმ პირთა უმკაცრესად დასჯა, ვინც ამ დანაშაულის შემსრულებელი და თანამონაწილეა. ჯაბიევის ნათესავები ღამეებს თეატრალურ მოედანზე ათენებენ. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი „მილიციის“ რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე.წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. გასული კვირის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *