Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჰელსინკის ჯგუფი საუბრობს "რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ საგანგებო მდგომარეობაზე"

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფმა (МХГ) ორშაბათს, 7 დეკემბერს თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება "რუსეთში ადამიანის უფლებების საგანგებო მდგომარეობის" შესახებ.


უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სულ უფრო მეტად უარესდება კანონების დაცვის მხრივ ვითარება, სასამართლოს და უფლებადამცველი სისტემების მდგომარეობა. მათი თქმით, ხელისუფლების ქცევა აჩვენებს, რომ ის არ არის მზად საზოგადოებას თანასწორივით ესაუბროს, მუდმივად იჭრდება სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების სფეროში და ავიწროებს სივრცეს კრიტიკისთვის და ნებისმიერი ალტერნატიული მოსაზრებისთვის.


ჰელსინკის ჯგუფის თანამშრომლები რესურსების გათვალისწინებით იცავენ მოქალაქეებს და სახელმწიფოს თავისი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ "2020-მა წელმა ვითარება თვისებრივად შეცვალა და ეს სამუშაოც მნიშვნელოვნად გაართულა".


უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, წელიწადი დაიწყო "კონსტიტუციის უკანონო გადაწერით, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების დევნის პრაქტიკის გაძლიერებით, და მთავრდება ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის საჭირო გამოძიების დემონსტრაციული არარსებობით და საკანონმდებლო ინიციატივების საშემოდგომო პაკეტით, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მოქმედებების შეზღუდვაზე არა მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ფიზიკური პირებისთვისაც კი".


სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ "ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ მეთოდებზე დაყრდნობამ მოიტანა ძალოვანი სტრუქტურების გავლენის გაფართოება და დაუსჯელობა".


"რუსეთის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოთხოვონ არა დეკლარაციული, არამედ რეალური სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, როცა ყველა ჩვენგანს ეცოდინება, რას უნდა ელოდეს კანონის, პოლიციელის, მოსამართლისგან. რეალურად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ვერ გავხდებით, სანამ ერთობლივი ძალებით არ დავიწყებთ მთავრობისგან თანასწორუფლებიანი დიალოგის მოთხოვნას" - ასკვნიან რუსეთში მოქმედი უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *