Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მთავარ საკითხზე კომპრომისი არ ჩანს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მთავარ საკითხზე კომპრომისი არ ჩანს.


გრიგოლ ვაშაძემ ეს კომენტარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ გააკეთა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ.


„ჯერ ერთი, ჩვენი ფასილიტატoრების თხოვნაა, რომ დეტალებში არ შევიდეთ. მეორე, რომ დაგამშვიდოთ, გაგახაროთ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე - არა. ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


მისი თქმით, არის მთავარი საკითხები, რომლების შემდეგაც შესაძლებელია სხვა საკითხებზე საუბარი და არის „აგრეთვე მნიშვნელოვანი საკითხები“, რომელიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება.


გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს და მოლაპარაკება თუ არ შედგა, „სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს 1 ნოემბრიდან“.


ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.


დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.


31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *