Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროპის ქვეყნები "ღრმად შეშფოთებულნი" არიან ირანის ურანის გამამდიდრებელი პროგრამის გამო

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია "ღრმად შემაშფოთებელს" უწოდებენ ირანის გეგმას ურანის მთავარ გამამდიდრებელ სადგურზე დამატებითი, მაღალი განვითარების ცენტრიფუგების დაყენებასთან დაკავშირებით. ევროპის ქვეყნების განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება ირანის მიერ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას.


"თუ ირანი სერიოზულად ეკიდება დიპლომატიისთვის სივრცის შენარჩუნებას, მან ეს ნაბიჯები არ უნდა გადადგას", - ამბობს სამი ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში 7 დეკემბერს.


გაეროს ბირთვული უწყების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ირანი გეგმავს სამი მაღალგანვითარებული ცენტრიფუგის დამონტაჟებას ნათანზის მიწისქვეშა ობიექტზე. 2015 წლის ხელშეკრულების თანახმად, ირანს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ პირველი თაობის ცენტრიფუგები, რომლებიც ურანს გაცილებით უფრო ნელი ტემპით ამდიდრებს.


ირანის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ბოლოა ხელშეკრულების დარღვევის ციკლში, რომლითაც თეირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, აშშ გამოეყვანა ხელშეკრულებიდან და ირანისთვის აღედგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები.


ევროპის სამი ქვეყნის განცხადებით, ხელშეკრულება რჩება საუკეთესო და ამჟამად არსებულ ერთადერთ გზად საიმისოდ, რომ დაკვირვება გაეწიოს და შეიზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *