Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე: ვინ მივა მოლაპარაკებებზე, ამას წყვეტენ პოლიტიკური პარტიები

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი.

„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ შემდეგ რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდეს, კობახიძემ განაცხადა „ვინ მივა მოლაპარაკებებზე, ამას წყვეტენ პოლიტიკური პარტიები“.

„გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენი პარტიიდან, რომ ვყოფილიყავით არჩილ თალაკვაძე და მე“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მესამე რაუნდში თავად კობახიძის ჩართვის საჭიროებას, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ განსახილველი იყო იურიდიული საკითხები, გამონაკლისის სახით დაუშვეს, რომ მოლაპარაკებებს ირაკლი კობახიძეც დასწრებოდა.

„პრინციპი იყო ის, რომ ერთი პარტიიდან ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ ბევრი იურიდიული საკითხი იყო განსახილველი. როცა არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა ამ შეხვედრებს, ის მთლიანად პარტიის პოზიციებს და ინტერესებს წარმოადგენდა. ახლა იყო ბევრი იურიდიული საკითხი, რასაც სჭირდებოდა ნიუანსებში განხილვა, აქედან გამომდინარე გამონაკლისი დაუშვეს „ქართული ოცნებისთვის“ და ორნი ვიყავით წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *