Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ხაზარაძე არჩევნების 2022 წელს გამართვის შესახებ: ესაა ვერსია, რომელიც მსჯელობას საჭიროებს და არა თავდასხმას

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ მის იდეაში, რომელიც პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს გამართვას გულისხმობს, არ იგულისხმება 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მექანიკურად გადატანა.


„მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ აქ არის ლაპარაკი სრულად პროპორციულ არჩევნებზე 2022-ში. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება იმასთან მიმართებაში, რაც ითქვა და როგორც გაჟღერდა. დღეს ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ მოთხოვნას არაფერი წინ არ უდგას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ეს არის მისი პოზიცია, ერთ-ერთი ვერსია, რომელიც საჭიროებს ფიქრს და მსჯელობას და არა თავდასხმას:


„კიდევ ვიმეორებ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული არჩევნები, მაგრამ ეს არის ნაბიჯი მეორე. თუ გაიხსენებთ, პლებისციტსაც უამრავი წინააღმდეგი და მომხრე ჰყავდა, რად გვინდა პლებისციტი, პირდაპირ მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები ხო? ყველაფერი, ეს გზები არის იმისათვის გასააზრებელი, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ამიტომ მარტო ამაზე ვისაუბროთ და სხვა თემაზე ტაბუ იქნას დადებული, რანაირი იდეაც არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ვიღაცას ეს არ მოსწონს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თავისუფალი ადამიანი ვარ, ვფიქრობ გამოსავალზე და ამას ხმამაღლა ვთავაზობ ჩემს ამომრჩეველსაც ვთავაზობ პარტნიორებსაც ოპოზიციიდან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან 27 დეკემბერს „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ითხოვს.


"მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრულად პროპორციული არჩევნები... ეს სხვა პარტიებმა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს... ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები სრული პროპორციული და იქიდან უნდა დაიწყო ახალი 4 წლის ათვლა", - თქვა ხაზარაძემ.


ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღად 2022 წელს ასახელებს. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ამ დრომდე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არ შედის პარლამენტში.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *