Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მამუკა ხაზარაძე: …ამის მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის რუსული მენტალობა

“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისევე მართავს, როგორც ვლადიმერ პუტინი რუსეთს.

როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ივანიშვილი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია, რის შედეგიც უმუშევრობა, არაკომპეტენტურობა და იდეის არქონაა.

„ჩვენი ქვეყანა არსად არ მიდის. სამწუხაროდ, მიდის იმ მიმართულებით, სადაც არ არის ევროპული ღირებულებები, არ არის თავისუფალი საქართველო, თავისუფალი მართლმსაჯულება. არ არის თავისუფალი ბიზნესი, ეს შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ქვეყანა წავიდა იქ, სადაც უცხოურ ინვესტორებს ექსპროპრეაციებს უკეთებენ, აჩერებენ ქვეყნისთვის სტრატეგიულ ობიექტებს და ამას ემატება ის, რომ არანაირი იდეა, პროექტი ან რეფორმა არ დევს ამის საპირწონედ, რომ ვიღაცამ თქვას – სამაგიეროდ რაღაც კეთდება. ამის მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის რუსული მენტალობა. ის ისევე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში მართავს პუტინი. მას ისევე ჰგონია ქვეყნის მართვა, თითქოს ერთი ბიზნესია და ასე უნდა იმართოს. თუმცა არცერთი ბიზნესი ასე არ იმართება. ის რომ კლასიკურად მიდგომოდა ამ საკითხს, ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინ იქნებოდა. ეს არის ერთპიროვნული მმართველი, რომლის კონტროლის ქვეშ არის ყველა ინსტანცია საქართველოში. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – უმუშევრობა, არაკომპეტენტურობა, არანაირი იდეა და მისია ამ ქვეყნის – რა მისია აქვს ამ ქვეყანას რეგიონში. ქართველისთვის მარტო ეკონომიკური მდგომარეობა საკმარისი არასდროს არ არის და არც იქნება. ქართველი ხალხისთვის ყოველთვის მეტია საჭირო, რაც მის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს. ესაა სულიერი მდგომარეობა, კულტურა, ლიდერშიპი რეგიონში, რომ საქართველო იყოს მიზიდულობის ცენტრი, რომ ადამიანები ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენ გვბაძავდნენ. ეს ყველაფერი დავკარგეთ და გადავედით მაჩანჩალა ქვეყნების რიგში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *