მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე, მისცა შესაძლებლობა მოპასუხე ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განახორციელოს ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანა, სუროგატთან ხელშეკრულების დადება, სუროგატისა და კლინიკის შერჩევა.