მამუკა კაციტაძე: ირმა ინაშვილისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მე მასთან შევიდე კამათსა და დიალოგში, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ იმ 11 არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებში, რომლებმაც შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ნახევარზე მეტი სააკაშვილის ღია და ფარული პარტნიორები არიან, ხოლო მამუკა კაციტაძე "გულმოდგინედ აყალბებდა ამომრჩეველთა სიას", "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი გამოეხმაურა.