ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს ლევან კობიაშვილი, რომელიც აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აანონსებს და კლუბებთან შეხვედრებს იწყებს. “მე ვერთვები წინასაარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ აქტიურ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონალურ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში გაგაცნობთ ჩემს ხედვას, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მუშაობას. კვირის განმავლობაში იქნება საინტერესო სამუშაო შეხვედრები, აზრთა გაზიარება და დასკვნითი შეხვედრა ყველა […]