აშშ-მა პირველად შემოიღო სანქციები კრიპტოვალუტის გადასაცვლელი პლატფორმა SUEX-ის წინააღმდეგ
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტობირჟა რუსეთში არსებული ფილიალების გზით უკანონო ტრანსაქციების საშუალებას იძლეოდა კიბერთავდასხმების დროს. საამისოდ იყენებდნენ მინიმუმ რვა პროგრამა-გამომძალველს.
აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, SUEX-ის ცნობილი ტრანსაქციების 40%-ზე მეტი უკანონო ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული. ასეთი კრიპტობირჟები ხელს უწყობს უკანონო საქმიანობას საკუთარი უკანონო მოგების მისაღებად, იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.
2018 წელს შექმნიდან მოყოლებული, SUEX-მა ოპერაციები ჩაატარა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტით, ძირითადად ბიტკოინებით.