ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა
„აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.
მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც არის დღეს აქ წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელია. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს", - განაცხადა ნიკა მელიამ და მან ეთერში აჩვენა დმანისში დაჭრილი ადამიანის ფოტო. მისი თქმით, ამ არჩევნებში კახა კალაძე უნდა დამარცხდეს.
ნიკა მელიამ დაამატა: „ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას".
კახა კალაძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა ნიკა მელიას გადაწყვეტილებას: „გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა".
დებატებში თბილისის მერობის ყველა კანდიდატი მონაწილეობს. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.