Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის თქმით, სკრიპალების საქმეში მესამე პირის შესახებ ლონდონის განცხადება "უსაფუძვლოა"

ლონდონის განცხადება, რომ რუსეთის მოქალაქე დენის სერგეევი კავშირშია გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, არ არის ფაქტებით გამაგრებული, განაცხადა სამშაბათს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩომ. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, საელჩოში „სასაცილო“ უწოდეს ბრიტანული მხარის განცხადებას დიდ ბრიტანეთში „ვიღაც პირის“ შესვლისა და გამოსვლის შესახებ.


საელჩოში აღნიშნეს, რომ „რუსეთის მხარე კვლავაც გახსნილია პროფესიონალური თანამშრომლობისთვის პროფილური უწყებების ხაზით, თუკი დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის დამნაშავეთა პოლიტიკურად მოტივირებულ ‘დანიშვნებზე’.“


21 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მესამე პირს წაუყენეს ბრალდებები მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 2018 წელს მოწამლეს რუსული წარმოების ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“.


სკოტლანდ იარდმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვება სერგეი ფედოტოვის სახელით ცნობილი პირის წინააღმდეგ, რათა მის მიმართ საქმე აღიძრას მკვლელობის მიზნით შეთქმულების, მკვლელობის მცდელობის, ქიმიური იარაღის ფლობისა და გამოყენების, ასევე მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებებით.


მამა-შვილი სკრიპალები 2018 წელს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში იპოვეს გონდაკარგულები და მათი გადარჩენა შეძლეს. თავდასხმის განხორციელებაში ბრიტანეთმა უკვე დაადანაშაულა გრუ-ს ორი ოფიცერი, რომლებიც ბრიტანეთში ჩავიდნენ რუსლან ბოშიროვისა და ალექსადრ პეტროვის სახლებით. საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა მოგვიანებით დაადგინა, რომ ისინი არიან გრუ-ს ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *