ცხინვალში სკოლები და საბავშვო ბაღები საკარანტინო რეჟიმში გადაჰყავთ
ზაფხულის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ახალი ტალღა დაიწყო. ყოველდღიურად ინფიცირდება რამდენიმე ათეულ ადამიანი.
„პირველი შემთხვევების გამო კარანტინის რეჟიმი 9 სექტემბერს გამოცხადდა. მას შემდეგ დახურული კლასების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ დავხურეთ 11 კლასი და ხუთი ჯგუფი საბავშვო ბაღებში. კლასები დახურულია N 1, 2, 5, 6, სკოლებში. კარანტინი სრულდება. 24 სექტემბერს”, - თქვა სიუკაევამ. მანვე განმარტა, რომ ინფიცირებულებში პედაგოგები სჭარბობენ და ისინი დისტანციური გაკვეთილების ჩატარებასაც ვერ ახერხებენ. ამიტომ სასწავლო პროცესი ამით სერიოზულად ზარალდება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღეებში ცხინვალში მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის, სამხედრო აღლუმი ისე ჩატარდა, რომ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცული არ ყოფილა, არც სამხედრო მოსამსახურეებს და არც მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ, არ იყო დაცული სოციალური დისტანცია.