Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაიდენი გაროს გენერალურ ასამბლეაზე: "ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას"

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა გაეროში თავის პირველ გამოსვლაში და თქვა, რომ მისი მთავრობა ცდილობს დიპლომატიაზე იყოს ფოკუსირებული მსოფლიოში მრავალრიცხოვან გამოწვევებთან დაკავშირებით.


„ჩვენ დავასრულეთ ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი და მას შემდეგ, რაც დავხურეთ შეუპოვარი ომის ერა, ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას,“ თქვა ბაიდენმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.


მან გაიმეორა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები „არ უნდა გამოიყენებოდეს პასუხად ყველა პრობლემაზე, რასაც კი ვხედავთ მსოფლიოს მასშტაბით.“


„მისია ნათელი და მისი მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს, უნდა ხორციელდებოდეს ამერიკელი ხალხის თანხმობით და, როცა კი შესაძლებელია, ჩვენს მოკავშირეებთან პარტნიორობით,“ თქვა ბაიდენმა.


მისი თქმით, „წარსულის ომების გაგრძელების ნაცვლად ჩვენი მზერა მიმართულია“ სხვა გლობალურ პრობლემებზე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, კლიმატური ცვლილებები და ადამიანის უფლებების დარღვევები.


ბაიდენის თქმით, მსოფლიო „გარდატეხის ეტაპზე“ დგას უამრავი კრიზისის პირობებში და გამოწვევებზე რეაგირება „დამოკიდებული იქნება ჩვენს უარზე, აღვიქვათ ჩვენი საერთო ადამიანობა.“


მან ასევე თქვა, რომ მსოფლიოს სჭირდება „გლობალური ძალების დინამიკის“ მშვიდობიანი მართვა.


მას არ უხსენებია ჩინეთი, მაგრამ მიანიშნა დაძაბულობაზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის. აქვე მან დასძინა, რომ აშშ-ს არ სურს „ახალი ცივი ომი ან მსოფლიოს დაყოფა მყარად ქცეულ ბლოკებად.“


„შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც აქტიურობას გამოიჩენს და მიესწრაფის მშვიდობიან მოგვარებას, რათა გავინაწილოთ პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული უთანხმოება გვაქვს სხვა სფეროებში,“ თქვა ბაიდენმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *