Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კახაბერ ცისკარიძე: რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ არტისტი მეორედ ვიყრი კენჭს მერად!

საინიციატივო ჯგუფის მიერ ბათუმის მერობის კანდიდატად წარდგენილი მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ უნდა გახდეს ბათუმის პირველი დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მერი. გადაცემაში მან თქვა, რომ ბათუმის მერი ზოგადად პოლიტიკოსი არ უნდა იყოს და არც რომელიმე პარტიას უნდა წარმოადგენდეს.


„იქ, სადაც ჩართულია პოლიტიკა და იქ, სადაც ჩართულია პარტია, უფრო პარტიული ინტერესებია. ეს არის დიდი პრობლემა იმიტომ, რომ არ სცალია არც მერს და არც მის პარტიას იმისთვის, რომ იმუშაოს ქალაქის კონცეპტზე, ქალაქის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, მიზიდულობის ძალაზე. ბევრად დიდი პრობლემაა ის, რომ ამათ არ სცალიათ არც ერთი ქალაქისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დააყენებს და რატომღაც არ აყენებს პირველ რიგში ქალაქის და მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. საერთოდაც მინდა ვთქვა ერთი რამ - რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ მე, კახაბერ ცისკარიძე, არტისტი ვიყრი კენჭს უკვე მეორედ“, - განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ბათუმს თავისი პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს. მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც ტურისტული სერვისის დონე მაღალი არ არის და „აჭარის ტერიტორიაზე ამინდს პროგნოზიც კი ვერ ადგენს“, ბათუმის პრიორიტეტი კულტურა და ხელოვნება უნდა იყოს. კახაბერ ცისკარიძემ „საღამოს საუბრებში“ აღნიშნა, რომ ასე ფიქრობდა 4 წლის წინაც, როდესაც პირველად იყარა კენჭი ბათუმის მერობის კანდიდატად და ასე ფიქრობს ახლაც:




„ეს არის ერთ-ერთი ექსკლუზიური და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტისთვის, რომელიც ჩამოდის და ამ შემთხვევაში არც ამინდით ინტერესდება, არც სერვისით ინტერესდება და უბრალოდ კარგი დროის გატარება და ამ კულტურის შეცნობა უნდა, ეს შთაბეჭდილებებს იწვევს და, შესაბამისად, უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ის, რაც ხდება“, - აღნიშნა კახაბერ ცისკარიძემ „საღამოს საუბრებში“.


2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მერობისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძოლებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *