საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს პლენუმის 8 წევრი ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავა სხდომაზე არ გამოცხადდა.