"ამ ბრძოლოს დროს არსად არ იყო და არ ჩანდა ბიძინა ივანიშვილი, პირიქით, მაშინ ის აფინანსებდა სააკაშვილს"
გადაცემა "მთავარ თემაში" სტუმრობისას გუშინ ირაკლი ალასანიამ იმ მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც კოალიციას 2012 წლის არჩევნების მოგების შანსი მისცა. მისი თქმით, ივანიშვილისნაირი ოდიოზური ფიგურა ვერ შეძლებდა პოლიტიკაში მოსვლას, რომ არა სააკაშვილის შეცდომები, რაც მან 2007 წლიდან დაუშვა.