Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საზღვრის უკანონო გადალახვა არის სტრესი? - პენიტენციურის თანამშრომელი სააკაშვილის საქმის ექსპერტს

საზღვრის უკანონო გადალახვა არის სტრესი? - პენიტენციურის თანამშრომელი სააკაშვილის საქმის ექსპერტს

ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურად იკითხება, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის წარსულ დიაგნოზებზე ინფორმაცია აქვს, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობა ციხეში მიღებულ ტრავმებს უკავშირდება.

დღეს, 9 იანვრის სხდომაზე ამერიკელი ნევროლოგის ჩვენების დროს, მიხეილ სააკაშვილის ძველ, პატიმრობამდელ დიაგნოზებზე კითხვები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი არც ციხეში მოხვედრამდე ყოფილა "სრულად ჯანმრთელი" და მიუთითეს დიაგნოზებზე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს ჰკითხა, საიდან ჰქონდა "ასეთი მწირი" ინფორმაცია, რომელიც დასკვნაში დაწერა, რომ "მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე ჯანმრთელი იყო".

ამაზე ნევროლოგმა უპასუხა, რომ ინფორმაცია მიიღო როგორც ქართულ-ამერიკული იურიდიული გუნდისგან, ისე ცენტრ "ემპათიისგან", ასევე განიხილა ყველა სამედიცინო ჩანაწერი.

ამის შემდეგ მალხაზ ურთქმელიძემ მიხეილ სააკაშვილის ძველი სამედიცინო ისტორიიდან ამოიკითხა დიაგნოზები.

"დოკუმენტაციაში დევს, რომ 3-4 წლის ასაკში გადატანილი აქვს მენინგოენცეპალიტი. 2012-13 წლებში მიღებული აქვს ტრავმები თბილისში, თურქეთში. 2017 წელს გაკეთებული აქვს სლივ-გასტრექტომია. ამ ოპერაციის მიზანი იყო რეზისტენტული, პათოლოგიური სიმსუქნის მე-3 ხარისხის მკურნალობა", - თქვა ურთქმელიძემ და ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათზე?

"მე სრულად ვარ ინფორმირებული მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის შესახებ", - უპასუხა ემანუელ ლახანმა და ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას სხვა შემთხვევებზეც უამბო, თუმცა არ ჩათვალა, რომ ნევროლოგიურად მნიშვნელოვანი იყო.

ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელსა და ამერიკელ ნევროლოგს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

მალხაზ ურთქმელიძე: 2002 წელს დაესვა ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოზი, 2021 წელს შფოთვითი დეპრესია, რის გამოც დაპატიმრების დროსაც მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ პრეპარატს... იცოდით ამათზე?

ნევროლოგი: დიახ, მე ვიცი, რადგან მე ხელი მოვაწერე "ემპათიის" დასკვნას, სადაც ეს ეწერა.

მალხაზ ურთქმელიძე: იცოდით და მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი იყო ჯანმრთელი? არა პრაქტიკულად ჯანმრთელი, არამედ უაპელაციოდ ჯანმრთელი?

ნევროლოგი: ​დიახ, აბსოლუტურად, ნევროლოგიური თვალსაზრისით იყო ჯანმრთელი. მას არ ჰქონდა დემენცია, მას არ ჰქონდა კრუნჩხვები და არ ჰქონდა პოლინევროპათია.

მალხაზ ურთქმელიძე: თვლით თუ არა, რომ როდესაც ადამიანი არის სრულად ჯანმრთელი, ის არის სრულად ჯანმრთელი. მხოლოდ ნევროლოგიურით არ განისაზღვრება სრულად ჯანმრთელობა.

ნევროლოგი: აბსოლუტური სრულად ჯანმრთელი არავინ არ არის...

მალხაზ ურთქმელიძე: ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ითვლება, რომ ჯანმრთელი იყო?

ნევროლოგი: დიახ, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანია, რომელიც იღებს ამ ტიპის პრეპარატებს.

მალხაზ ურთქმელიძე: ანუ ფიქრობთ, რომ შფოთვითი დეპრესია აქვს და არის ჯანმრთელი?

ნევროლოგი: თუ დეპრესია არ იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რასაკვირველია, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჯანმრთელი. ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს.

მალხაზ ურთქმელიძე: ყოჩაღ, კარგია.

პროცესზე ექსპერტ ემანუელ ლახანს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა ჰკითხა, მიხეილ სააკაშვილის რა ფსიქოტრავმებზე საუბრობს იგი თავის დასკვნაში.

"ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე", - უპასუხა ექსპერტმა და განმარტა, რომ ამის დამადასტურებლად, როგორც ექსპერტებს, გადაეცათ დასკვნები და ვიდეომტკიცებულებები.

ნიკა აბრამიშვილი: წარსული ფსიქოტრავმების შესახებ თუ იცით?

ნევროლოგი: ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რაც მან ციხის პირობებში მიიღო.

ნიკა აბრამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინაში - შეიძლება თუ არა ის ყოფილიყო სტრესული?

ნევროლოგი: დიახ.

ნიკა აბრამიშვილი: დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვა, ასევე შეიძლება თუ არა იყოს სტრესი?

ნევროლოგი: რასაკვირველია, ეს სტრესია, მაგრამ ყველა სტრესი არაა ტრავმული. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა... ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, [დასკვნის დაწერისას] მე ვეყრდნობოდი ობიექტურ ინფორმაციას, რაც მომაწოდეს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 9 იანვარს, მიმდინარე შუამდგომლობის განხილვის სხდომას არ ესწრებოდა - თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Неадекватного пассажира, утверждавшего, что он участник СВО, сняли с поезда Челябинск-Москва

Абитуриенты Мурманска интересуются ведущими вузами страны

Сама легла? Женщина в Москве несколько раз переехала старушку на парковке

Музей Победы пригласил на культурно-историческую программу в выходные

Музыкальные новости

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор

Титов о визите Путина в Китай: Можно говорить о настоящем повороте на Восток

Новости России

Экспедиция по поиску павших в боях с японцами советских солдат стартовала в Монголии

На Перхентианских островах туристка из Германии утонула на глазах у мужа

"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

США провели испытания на ядерном полигоне

Экология в России и мире

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Как 86 тысяч японцев дожили до 100 лет и живут дальше: 7 секретов долголетия из Японии, которые пригодятся в России

Страдания юного Аюша Булчун

Страдания юного Аюша Булчун

Спорт в России и мире

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме

Стало известно, при каком условии Медведев может опуститься на 5-е место рейтинга ATP

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»

Moscow.media

16-летнюю Volvo продали за рекордный срок

Седая весна...

Завершен очередной этап строительства моста в Мнёвниках

Фикс-тариф будет доступен всем пользователям BelkaCar







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *