Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"სააკაშვილის სია" "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიით - რა ვიცით ამ იდეაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრებულ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებმა "სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი - საუბარია ცნობილ "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიაზე, რომელმაც თავი უნდა მოუყაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფერხებს მის მკურნალობას და შეიძლება იყოს ჩართული მის მოწამვლასა და წამებაში.

"სააკაშვილის სიაზე" საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა "მაგნიტსკის სიის" ავტორს, ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოს, ბილ ბროუდერს.

"მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში მანამ, სანამ ლეტალური შედეგი დადგება. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და მათ დაუსჯელობის გრძნობა განასხვავებთ, რომელიც დაკავშირებულია პუტინის დაუმარცხებლობის გრძნობასთან. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედია, მის გარდაცვალებამდე ვიცოცხლო.

ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით" - ეწერა მიხეილ სააკაშვილის ბროუდერისადმი მიწერილ წერილში.

ბროუდერისადმი 8 დეკემბერს მიწერილ ღია წერილს ის დღეს, 9 იანვარს გამოეხმაურა. ბროუდერმა ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები იმის შესახებ, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს პირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

სააკაშვილსა და ბროუდერის ამ კომუნიკაციას წინ უსწრებდა 2022 წლის დეკემბრის თვეში ბრიტანელი ფინანსისტის ტვიტი სააკაშვილის შესახებ, სადაც ის წერდა, რომ სააკაშვილს სჭირდებოდა სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში და თუკი ის ამას ვერ მიიღებდა, საქმე გვექნებოდა მკვლელობასთან. ბროუდერმა ეს ტვიტი მას შემდეგ დაწერა, რაც გავრცელდა მისი ფოტო კლინიკა "ვივამედიდან" - 22 დეკემბერს სააკაშვილი საავადმყოფოს პალატიდან ონლაინ ჩართვით მონაწილეობდა საკუთარ სასამართლო პროცესში.

"ის ჩვენ თვალწინ კვდება. ეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა" - თქვა მაშინ ბილ ბროუდერმა. 

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დაასახელა პირველი ადამიანი, რომელიც მისი აზრით უნდა შევიდეს "სააკაშვილის სიაში" - ეს იუსტიციის მოქმედი მინისტრი, რატი ბრეგაძეა.

"სააკაშვილის სია უნდა არსებობდეს, მსგავსად ყარა-მურზას სიისა და მაგნიტსკის სიისა. რა თქმა უნდა, სამართლებრივი პაკეტი იკვრება და აუცილებლად გადაეცემა ყველა იმ დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორს, რომელსაც აინტერესებს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დაარღვია მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ეს არის ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც პოლიტიკური მართლმსაჯულება გამოიყენა იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია ახლა. ჩემი აზრით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს მათ შორის იუსტიციის მინისტრი," - თქვა დეკანოიძემ.

"სააკაშვილის სიაში" რატი ბრეგაძესთან ერთად პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსაც მოიაზრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი და ამ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.

"ამ სიაში იქნებიან რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა მიიღო. აგრეთვე, იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში არიან ჩართულები, ცხადია, პასუხისმგებლობა ექნებათ. მათ ეს უნდა გაიაზრონ. არავის ვემუქრებით და არ მინდა, ვინმეს დავემუქრო, რომ მის თავს რაღაც მოხდება, მაგრამ, ცხადია, ამ სიაში მოხვდები, როცა უსამართლოდ იქცევი, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას იღებ, როცა ცივილიზებულ სამყაროსა და საქართველოს შორის შუაში დგები და ამ ყველაფერზე ხელის მომწერი, წარმომადგენელი და გადაწყვეტილების მიმღები ხარ. ამიტომ, ამ ადმიანებს ის პრობლემები არ უნდა გაუკვირდეთ, რაც მათ წინაშე დადგება" - უთხრა დღეს ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

"სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობას ხედავენ ენმ-ს წევრების გარდა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის საქმეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ან სხვა სახის სამუშაო ფორმატი იმისათვის, რომ დადგინდეს დამნაშავე პირთა სია.

"ინიცირებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", მე როგორც მახსოვს, საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში შეკრება და ვინც თვლის ოპოზიციად თავს, 50 ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში ასეთი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ გზით წავიდეთ, ან მეორე, თუ ეს არ ხერხდება რაღაც სამუშაო ფორმატი შეიქმნას, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და გამოვკვეთოთ ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვნის მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რომელ მდგომარეობაშიც ის იმყოფება დღეს," - თქვა მანჯგალაძემ.

"სააკაშვილის სიის" შექმნის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ "ქართულ ოცნებაში. " პარლამენტარმა გივი მიქანაძემ დღეს თქვა, რომ ამ თემაზე საუბრის დაწყება ლობისტური კამპანიის ნაწილია.

"რაიმე სიებზე საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაციური განცხადება, მითუმეტეს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელმაც ჩამოაყალიბა თავიანთი მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე დანაშაულებრივი სისტემა. ეს პიარული კამპანია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ლობისტები არ ერიდებიან ყველას მაქსიმალურად ჩართვას. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახმა დაიქირავა ამერიკული ლობისტური კომპანია. აღნიშნული ფაქტორიც, ვფიქრობთ რომ არის ერთ-ერთი ამ მიმართულების, ამ ლობისტური მიმართულების კომპონენტი. მითუმეტეს, როდესაც ამ პიროვნებას არანაირი საფუძველი არ აქვს განაცხადოს ასეთი ხმამაღალი და ბრალდებით სავსე განცხადებები, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის წამება მიმდინარეობს," - უთხრა დღეს დეპუტატმა მედიას.

სააკაშვილის შემთხვევაში მაგნიტსკის სიის მსგავსი სიის შექმნის აუცილებლობაზე განცხადება პირველად ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ 2022 წლის მაისის დასაწყისში გააკეთა. მაშინ ის ამბობდა, რომ ევროპელი პარტნიორები ფიქრობდნენ „მაგნიტსკის აქტის“ მსგავს სანქციებზე იმ შემთხვევისთვის, თუკი მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენდნენ.

"მაგნიტსკის აქტი"

 

სერგეი მაგნიტსკი - უკრაინაში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები აუდიოტორი იყო, რომელიც სახელმწიფო კორუფციას იძიებდა, 2009 წელს იპოვეს გარდაცვლილი მოსკოვის ციხეში. 37 წლის კაცის სხეულს წამების კვალი ემჩნეოდა. ის იმ დროს გარდაიცვალა, როცა 1-წლიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა. მაგნიტსკის მკვლელობისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

მაგნიტსკის სიკვდილს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. 10 წელზე მეტია, რაც სერგეის ყოფილი დამქირავებელი ბილ ბროუდერი ცდილობს მაგნიტსკისთვის სამართლიანობა იპოვოს. ის სხვადასხვა მთავრობებს სთხოვს, სანქციები დაუწესონ იმ რუს ოფიციალურ პირებს, რომელთაც მაგნიტსკის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით. ბროუდერის მცდელობა საკანონმდებლო ინიციატივად იქცა და მაგნიტსკის აქტის სახელითაა ცნობილი.

012 წელს აშშ-მ და ოდნავ მოგვიანებით - კანადამ „მაგნიტსკის კანონი“ დაამტკიცეს. პროცესს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ის ითვალისწინებდა პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დამრღვევი პირებისთვის რუსეთში. სანქციებს შორის არის - სავიზო შეზღუდვები და საფინანსო აქტივების გაყინვა.

თავდაპირველად კანონი შეეხო იმ პირებს, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ უშუალოდ მაგნიტსკის სიკვდილთან; ხოლო შემდეგ - „მაგნიტსკის სია“, „მაგნიტსკის კანონი“, „მაგნიტსკის აქტი“ თანდათან საზოგადო სახელებად იქცა და ამ სახელებით მოიხსენიებენ ხოლმე არა მხოლოდ აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის, არამედ სხვა ქვეყნების ანალოგიური ნორმატიული აქტებით დამტკიცებულ სანქციებსაც.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა.

მას „მაგნიტსკის ევროპულ კანონსაც“ უწოდებენ და ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, ერთი წლის წინ, „მაგნიტსკის აქტის“ ევროპული ანალოგით ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ.

ევროკავშირმა ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და გასამართლების პროცესთან დაკავშირებით.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Адвокат Тихонова заявила, что сбежавшая от родственников Заурбекова покинула РФ

СК: в Новой Москве 16-летний подросток в ходе конфликта зарезал домработницу

Digital Journal: внешность и харизма Путина впечатлили китайских женщин

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Музыкальные новости

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Страдания юного Аюша Булчун

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Новости России

СК: в Новой Москве 16-летний подросток в ходе конфликта зарезал домработницу

Синоптики спрогнозировали ясную и теплую погоду в Москве 18 мая

Сбившему семь человек в центре Москвы водителю дали 3 года колонии

Православные верующие 18 мая отмечают два церковных праздника

Экология в России и мире

Как 86 тысяч японцев дожили до 100 лет и живут дальше: 7 секретов долголетия из Японии, которые пригодятся в России

Стало известно, куда неожиданно и массово устремились российские туристы на майские: это оказался вовсе не обычный курорт, а работающий по специальному закону

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей

СЛД «Чита» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» пополнило экспозицию выставки «БАМ: наследие для будущего»

Спорт в России и мире

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»

Свищёв: МОК и ITF не будут реагировать на призывы наказать Хачанова

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP

Moscow.media

Под красным куполом

Игровые клавиатуры Bloody S515R, B825R: механические свитчи и подставка под запястья

Konica Minolta Business Solutions Russia и Facemetric предложат заказчикам решения на базе технологий компьютерного зрения

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *