ხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს
ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, ამაზე “დიდი საზიზღრობა არ არსებობს”.
“ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის”,- წერს დეკანოიძე.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.