მედია: უკრაინის მიმართულებით გამოყენებული კალიბრის რაკეტების შემქმნელი გარდაიცვალა
რუსული Almaz-Anteya კონცერნის სამეცნიერო დირექტორი და კალიბრის ფრთოსანი რაკეტების შემქმნელი, პაველ კამნევი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კამნევი იყო რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი, დაჯილდოებულია მრავალი მედლითა და ორდენებით.
ის ასევე იყო რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი და 20-ზე მეტი გამოგონების ავტორი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2016 წლის 21 აპრილის ბრძანებულებით, პაველ კამნევს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის წოდება.