მარტივი ხერხები სტრესის შესამცირებლად
პირველი და ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გზა, სტრესის შესამცირებლად, არის ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში. შეგიძლიათ ივარჯიშოთ სახლის პირობებში, დასაწყისისთვის 15-20 წუთის განმავლობაში. დაკავდეთ ისეთი აქტივობებით, როგორიცაა ცურვა, ცეკვა, აერობიკა, იოგა ან სხვა, თქვენთვის საინტერესო და სასურველი. არ დაგავიწყდეთ იაროთ სუფთა ჰაერზე და მიიღოთ, როგორც ჟანგბადის, ისე მზის სხივების საკმარისი რაოდენობა. სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სეირნობა.
მეორე და უმნიშვნელოვანესი არის ჯანსაღი რაციონი და ცხოვრების წესი. რიგი ნივთიერებები, როგორიცაა კოფეინი, ალკოჰოლი, თამბაქო მნიშვნელოვნად ზრდის შფოთვისა და სტრესის დონეს ორგანიზმში. ამიტომ მოერიდეთ მათი გადაჭარბებული დოზით მიღებას და თუ შეგიძლიათ უარი თქვათ, ასეც მოიქეცით. ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ნუში, თხილი, ნიგოზი, ხელს უწყობს ორგანიზმის ვიტამინებით, ნუტრინებითა და ანტიოქსიდანტებით გამდიდრებას, შესაბამისად, ძლიერდება ფიზიკური ჯანმრთელობა და სტრესთან ბრძოლა უფრო მარტივი ხდება.
შეამცირეთ ტელევიზორის, კომპიუტერის თუ მობილურის ეკრანთან გატარებული დრო. სოციალურ ქსელში დაუსრულებელი “სქროლვა” იწვევს შფოთვას, სტრესს, დეპრესიას. ეს მავნე ჩვევა დამოკიდებულს გვხდის და გვაიძულებს, რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩეთ არასასურველ სიტუაციაში. ნაცვლად ამისა, აირჩიეთ ჰობი. კითხვა, ხატვა, წერა, საკუთარი ემოციების გადმოცემა სხვადასხვა ფორმით ბევრად უფრო დიდ სარგებელს მოგიტანთ და დაგეხმარებათ უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლებაში.
გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. რაც მთავარია, ისწავლეთ უარის თქმა არასასურველ შემთხვევებში. გააცნობიერეთ, რომ მენტალური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და არ მისცეთ სხვებს უფლება, თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიონ. პატივი ეცით საკუთარ თავსა და სურვილებს. მოუსმინეთ თქვენს შინაგან სამყაროს და იგი თავად გეტყვით, რა სჭირდება სინამდვილეში.
წყარო/ფოტო: Health Line