ამერიკული კომპანია ეძებს ბორტგამცილებელს, რომელსაც 385 000 დოლარს გადაუხდის
ამერიკული კომპანია NETFLIX-ი ეძებს ბორტგამყოლს, რომელსაც 385,000$-ს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბორტგამყოლი იმუშავებს სან ხოსეს საერთაშორისო აეროპორტში და საშუალო ზომის თვითმფრინავით იფრენს.
კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში, უნდა შეეძლოს თვითმფრინავის შემოწმება ფრენის წინ და უნდა შეეძლოს 12 კილოგრამიანი ბარგის ტარება.