დიმიტრი შაშკინი: ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება?
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს, რომ რასაც ზოგიერთი ადამიანი კადრულობს, წარმოუდგენელია.
კერძოდ, ის გულისხმობს, რომ თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა რუსული სპეცსამსახურების შესრულებული იყო, მათთან კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე თანამშრომლობდა.
„არცერთი თანამდებობის და არცერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა!
აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუკზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში.
თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?
გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!
ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან“, – წერს შაშკინი.
მანამდე, მერაბიშვილმა დაწერა:
„რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.
უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.