თხა, მამალი და ცხვარი, როგორც საჰაერო ბუშტის პირველი მგზავრები – დაუჯერებელი ამბები
ქეროფობია არის ბედნიერების მიმართ ირაციონალური შიში.
ადამიანის სხეულის ყველაზე პატარა ძვალი ყურის არეში მდებარეობს.
ლომს 114 დეციბალის სიმძლავრით შეუძლია ღრიალი, რისი გაგონებაც 5 მილის დაშორებითაც კი შესაძლებელია.
როდესაც რვაფეხა იბადება, იგი ჭიანჭველის ზომას არ აღემატება.
1783 წელს საფრანგეთში პირველი საჰაერო ბურთი გამოსცადეს, რომელზეც ცხვარი, იხვი და მამალი იმყოფებოდნენ.
უგანდაში მთელი მოსახლეობის 48%-ს 15 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანები შეადგენენ.
მე-16 საუკენეში თურქეთში ქალებს შეეძლოთ ქმრებს გაშორებოდნენ, თუ ისინი საკმარისი რაოდენობის ყავას არ შეიძენდნენ.
ჩინეთში სოციალური ქსელები აკრძალულია.
ადამიანების 95% ისეთ წერილობით შეტყობინებებს აგზავნის, რომელსაც პირადი საუბრის დროს ვერ იტყოდა.
ღორები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ცხოველებს შორის მე-5 ადგილს იკავებენ.
მეკობრეებს სჯეროდათ, რომ საყურეები მათ მხედველობას გააუმჯობესებდა, ამიტომაც ატარებდნენ მუდმივად.
მაიკ ტაისონმა ზოოპარკის თანამშრომელს 10 000 დოლარი შესთავაზა, რომ მისთვის გალია გაეღო და გორილასთან ჩხუბის უფლება მიეცა.
ჩიტები სამყაროს მოძრაობას უფრო ნელა აღიქვამენ, ვიდრე სინამდვილეშია.
ეიფელის კოშკს 1 710 საფეხური აქვს.
წყარო/ფოტო: The Fact Site