World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხაილო პოდოლიაკი: "როგორც კი შეიცვლება კლიმატი, დავიძვრებით"

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებამ, მიაწოდონ უკრაინას შეტევითი შეიარაღება, მოსკოვში აგრესიის მორიგი ტალღა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ პირდაპირ დაადანაშაულა დასავლეთი „რუსეთსა და რუს ხალხთან“ დაპირისპირების ახალ დონეზე გადაყვანაში, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი მხოლოდ ვერბალური აგრესიით არ შემოიფარგლება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთმა მოახერხა  დონეცკის ოლქის ქალაქების, უგლედარისა და პავლოვკის გარშემო შეტევების კოორდინირება; ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) კი ვარაუდობს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური შეტევისთვის, რომელიც, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, არც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალებისათვის იქნება მოულოდნელი სიახლე. მეტიც, პოდოლიაკის თქმით, უკრაინა თვითონ აპირებს იერიშზე გადასვლას, როცა შესაბამისი კლიმატური და ლოგისტიკური პირობები იქნება.


კიევი Leopard-ებისა და Abrams-ების მოლოდინშია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში უკვე გაგზავნა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Bradley-ს პირველი პარტია. ზაფხულისთვის კიევი ასევე ელოდება დიდი ბრიტანეთის მიერ დაპირებულ Challenger 2 ტანკებს, უკრაინის მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები ავიაგამანადგურებლებსა და საარტილერიო ჭურვებსაც მიაწვდიან.




ლონდონის მიერ უკრაინისათვის დაპირებული Challenger 2 ტანკების პარტია კიევში ზაფხულში ჩავა. ამის შესახებ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „ეს იქნება ზაფხულის დასაწყისში ან მაისში. ალბათ აღდგომასთან ახლოს”, - თქვა უოლესმა. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინას გადაეცემა 12 საბრძოლო მანქანა Challenger 2.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდება. „პრინციპში არაფერია გამორიცხული”, - განაცხადა მაკრონმა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის პასუხად, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებმა არ უნდა გამოიწვიოს ესკალაციის გაღრმავება. მანამდე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი მთავრობა განიხილავს F-16 გამანადგურებლების კიევისათვის გადაცემის საკითხს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როსტისლავ კუჩერმაც განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის, საბჭოთა „მიგ-29“ კლასის გამანადგურებლები გადასცეს უკრაინას და სხვა ქვეყნებსაც მისცემს ამის ნებას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადება F-16-ის გამანადგურებლების მიწოდების შესახებ. პოლონეთი მზად არის გადასცეს აღნიშნული ტექნიკა უკრაინას, მაგრამ მხოლოდ ნატოსთან „სრული კოორდინაციით“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. „რამდენიმე ათასი 155-მმ-იანი ჭურვი იქნება წარმოებული ავსტრალიისა და საფრანგეთის უპრეცედენტო პარტნიორობის ფარგლებში“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ პარიზში ორივე ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. მინისტრის თქმით, იარაღის მწარმოებული ფრანგული კომპანია Nexter-ი ჭურვებისთვის საჭირო დენთს ავსტრალიური კომპანიებისგან მიიღებს. „ეს არის საფრანგეთისა და ავსტრალიის მიერ უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერის ნაწილი, რათა უკრაინამ გაუძლოს კონფლიქტს და დაასრულოს იგი საკუთარი პირობებით“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლესმა.

 


ანალიტიკური ჯგუფების ვარაუდით, უკრაინისათვის გაწეული მზარდი დახმარების ფონზე, პუტინი გეგმავს ახალი მასშტაბური შეტევის წამოწყებას და ინიციატივის ხელში აღებას, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა ფრონტის ხაზი არსებითად არ შეცვლილა. შესაბამისად, ერთია გეგმები და სულ სხვა - შესაძლებლობები.


რა შეუძლია მოსკოვს? - ამ კითხვის პასუხად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ მოსკოვი შეეცდება გააძლიეროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა დამატებით მობილიზებული ქვედანაყოფების მეშვეობით. პოდოლიაკის თქმით, სულ რუსეთის განკარგულებაშია სამი სახის რესურსი:



ფრთოსანი რაკეტების დარჩენილი მარაგები და ირანული დრონები. „გვესმის, რომ მოსკოვი ვერც ერთ რეალურ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ მაინც განაგრძობს ზიანის მიყენებას პრინციპით „შურს ვძიობთ რაღაცისთვის“.
დამატებითი საარტილერიო რეზერვების ჩართვა. „პირველ რიგში საუბარია 152 მმ და 122 მმ კალიბრის ჭურვებსა და უკრაინის პოზიციების დაბომბვის გაძლიერებაზე. უკრაინის პოზიციები ყოველდღიურად 1000-1200 ინტენსივობით იბომბება. „ასე იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში“.
ომში ჩაბმული ადამიანების რაოდენობის გაზრდა დაუნანებლად, მათი სხეულებით უკრაინის მოწინავე პოზიციების ამოვსება.


რუსეთი მართლაც განაგრძობს უკრაინის ქალაქების სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, მობილიზებულთა ახალ-ახალი პარტიების ფრონტზე გაგზავნას და წინ წაწევას სოლედარის დაკავებით. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინამ ინიციატივა დათმო რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებისა და წინსვლის შემდეგ.


მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ხანგრძლივი ომის ტაქტიკა მოითხოვს დანაკარგების მინიმიზაციას და, შესაბამისად, ეფექტიანი კონტრშეტევისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას.


„ამიტომ არასწორია ინიციატივის დათმობა-არდათმობაზე ყურადღების გამახვილება. ეს არ არის ომი ერთი ქალაქისთვის. ეს არის დიდი ინტენსივობის ომი. ფრონტის ხაზის სიგრძე 1300 კილომეტრია და, რა თქმა უნდა, უაზრობაა ომის იმ სახით წარმოება, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. რუსეთი ომობს რაოდენობით, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ძალით, რომელსაც ყოველდღიურად კარგავს დღეში 500 და მეტი ადამიანის ოდენობით. პირობითად რომ ვთქვათ, ასეთია 500 მეტრით წინ წაწევის საფასური. დღეს არ არსებობს ქალაქი სოლედარი, იგი მთლიანადაა განადგურებული. ასევეა განადგურებული დასახლებები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსული არმია იმყოფება“, - ამბობს პოდოლიაკი, რომლის თქმითაც, უკრაინის გენერალური შტაბი აქტიურად აფასებს ყველა რისკს, - „უკრაინისთვის ტაქტიკურად მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონში მტრის ცოცხალი ძალის მაქსიმალური გამოფიტვა და განადგურება. არ ვიტყოდი, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ემზადება შეტევისთვის. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ პროპაგანდისტულად თქვან: „დღეს არა, მაგრამ ხვალ იქნება ...“ სინამდვილეში, მათ უკვე ჩაყარეს ბრძოლაში თითქმის მთელი თავისი რეზერვი, მთელი ძალები, განსაკუთრებით ვერ გათვალეს დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებები. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ინიციატივის ხელში აღება, რაიმე შედეგის ჩვენება, მაგრამ 11 თვის განმავლობაში ომობდე და ფენომენალურ მიღწევად მიიჩნევდე დანგრეული სოლედარის ნაწილის დაკავებას, პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც კი უცნაურია“.




მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის გენერალური შტაბის ტაქტიკა და სტრატეგია სრულიად განსხვავებულია. უკრაინა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები, სათანადოდ გამართოს მომარაგება და ლოგისტიკა, რადგან ლოგისტიკის გარეშე ომში გამარჯვება წარმოუდგენელია:


„ვცდილობთ სათანადოდ მოვემზადოთ ეფექტიანი კონტრშეტევისთვის, რათა შემდეგ განვიხილოთ არა კილომეტრიანი სამხედრო მოქმედებები, როგორც ახლა ხდება ბახმუტის მიმართულებით, არამედ სრულფასოვანი გათავისუფლება, მსგავსად ხარკოვის, ხერსონისა და სხვა ოლქებისა“.


დასავლური ტანკები - მხოლო ფისქოლოგიური ფაქტორი?

რუსეთის პროპაგანდა, ერთი მხრივ, თავს ესხმის დასავლეთს უკრაინისათვის გაწეული დახმარების გამო, მეორე მხრივ კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკრაინისათვის გადაცემული ტანკები (Challenger, Leopard, Leclerc, Abrams) ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ.


„ცხადია, ეს ასე არ არის, - ამბობს პოდოლიაკი, - ევროპის სატანკო კოალიციის მთლიანი პაკეტი გულისხმობს 300-ზე მეტი ტანკის გამოგზავნას და უკრაინას ნამდვილად სჭირდება 300-500 ტანკი, რათა ჩამოაყალიბოს დამრტყმელი, მოიერიშე სატანკო ბრიგადები. მათი ფორმირება დაკავშირებულია წვრთნის, ლოგისტიკისა და სარემონტო ინფრასტრუქტურის გამართვის საკითხებთან, რომლებიც ახლა ინტენსიურად განიხილება. ანუ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ტანკების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, „ლეოპარდების“ და „აბრამსების“ მიღებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლიზმი. ევროპა ამით აჩვენებს, რომ ფაქტობრივად, ტაბუ აღარ არსებობს. დიახ, კვლავ იქნება დისკუსია შორი მანძილის რაკეტებზე, ავიაციაზე და ა.შ. - ყველაფერ ამაზე დისკუსია იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, ტაბუ მოხსნილია. შოლცმაც და სტოლტენბერგმაც თქვეს: „ჩვენ მივხვდით, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ რუსეთის ტაქტიკური დამარცხებით შეიძლება დასრულდეს“. რუსეთს მოუწევს დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია, რისთვისაც უკრაინას ყველა ინსტრუმენტი დასჭირდება“.




მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამ „ინსტრუმენტების“ მიღება არავითარ შემთხვევაში არ გააფართოებს კონფლიქტს, როგორც ამას რუსული ოფიციალური პროპაგანდა ამტკიცებს. პირიქით, მოახდენს კონფლიქტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოკალიზებას და იქვე დასრულებას.


"ვიდრე ტერიტორია ოკუპირებულია, ომია"

სენატში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ „მიესალმება სანქციების შემსუბუქებას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გადაწყვეტს სერიოზული მოლაპარაკებების წარმოებას და თავისი ძალების გაყვანას უკრაინიდან, მათ შორის, ადრე ანექსირებული ტერიტორიებიდან“. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამერიკელი დიპლომატის ეს განცხადება სრულ ჰარმონიაშია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციასთან:


„ზელენსკი გარკვევით ამბობს, იმასთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, რომელიც 2014 წელს იქნა მიტაცებული. გასაგებია, რომ საზღვარზე გავჩერდებოდით, ანუ, შესაბამისად, საჭირო იქნება ომის შედეგების, როგორც ასეთის დაფიქსირება... და კიდევ, ნულანდმა ასევე წარმოთქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. მან თქვა, რომ ზაფხულისთვის მზად იქნება იურიდიული პროცედურა სახელწოდებით „სპეციალური ტრიბუნალი“, რომლის ამოქმედებაზეც მთელი მსოფლიო თანამეგობრობა იზრუნებს. სწორედ ამ ტრიბუნალზე მოხვდებიან ომის რუსი ავტორები. ასე რომ, ქალბატონ ნულანდს და ე.ი. აშშ-ის ოფიციალურ პირებს, აბსოლუტურად მკაფიო და უკრაინის ხელისუფლებასთან კორეგირებული პოზიცია აქვთ. პირველი ეტაპი - ყველა რუსული ჯარის სავალდებულო და უპირობო გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის, ყირიმიდან და დონბასიდან. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ვიდრე ტერიტორია ოკუპირებულია, ომია“.




რუსეთი და გაჭიანურებული ომის მითი

სამხედრო ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრონტის სტაბილიზაცია, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელსაც, რესურსებიდან გამომდინარე, შეუძლია აწარმოოს ხანგრძლივი, გამომფიტავი ომი, ნელ-ნელა გაიმყაროს პოზიციები და შემდეგ სარფიანად ივაჭროს.


მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ფრონტის ხაზის სტაბილურობას მარტივი ახსნა აქვს.


„დიდი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის არმიას მოუწია ლოგისტიკური მხარდაჭერის ფრონტის ხაზთან მიტანა, საჭირო გახდა პარტნიორებთან მუშაობა დამატებითი იარაღის, მათ შორის, ტანკებისა და შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე. რუსეთიც დაკავებული იყო თავისი რეზერვების თავმოყრით ფრონტის ხაზთან. ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულია რუსეთის არმიის 100-ზე მეტი დიდი საწყობი, მათ შორის სტრატეგიულიც, სადაც ინახება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რომლებიც აუცილებელია ინტენსიური ცეცხლის წარმოებისთვის. ვიდრე წინ წავიწევთ, უნდა მოვაგვაროთ არმიის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის საკითხი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ჯავშანტექნიკის დანაკარგები“, - ამბობს პოდოლიაკი, რომლის თქმითაც, ომის ლოგიკა მოითხოვს დროდადრო ოპერატიულ-ტაქტიკური პაუზების აღებას, თუმცა, მისივე თქმით, ძნელია პაუზა უწოდო იმას, რაც ახლა ხდება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში, სადაც ბრძოლების ინტენსივობა უკიდურესად მაღალია.




„არ მგონია, რომ რუსეთს აქვს დიდი რესურსი გაჭიანურებული ომის წარმოებისთვის. პუტინი ნამდვილად არ იტყოდა უარს კონფლიქტის გაყინვასა და შემდეგ ჯარის განახლებაზე, მობილიზებულების გაწვევაზე, ჭურვების წარმოების შესაძლებლობის გამონახვაზე, მარაგების შევსებაზე, ტაქტიკასა და სტრატეგიაში ცვლილებების შეტანაზე და შემდეგ უკეთესი პოზიციიდან საკუთარი პირობების კარნახის დაწყებაზე, მაგრამ ვინ დაუშვებს ამას? ყველამ კარგად იცის, რომ კონფლიქტის გახანგრძლივება დაანგრევს უკრაინასაც და ევროპასაც, დაანგრევს უკრაინისა და ევროპის მორალურობას. ამიტომ, როგორც კი შეიცვლება კლიმატური ფაქტორები, დავიძვრებით, მაგრამ მთავარი კლიმატიც კი არ არის. მთავარია, პირველ რიგში, წინსვლისთვის საჭირო რესურსების დაგროვება“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Рестораторы и отельеры подвели итоги летнего сезона

На похороны погибшего в "Крокус Сити Холле" новосибирца сестра потратила 650 тысяч рублей

Начальник почтового отделения из Заринска вошла в топ-3 лучших в стране

"Известия": ученые создали гексакоптер для гуманитарного разминирования

Музыкальные новости

Бастрыкин поручил доложить о деле пензенского мигранта, пристававшего к девочке

Более 14 тысяч жителей СВАО получили новые квартиры по реновации — Собянин

Bloomberg: в США запретят программное обеспечение РФ и КНР в авто с интернетом

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника

Новости России

Успенская отсудила у обозвавшего её "попрошайкой" Киркорова 90 тысяч рублей

По делу Тимура Иванова арестована недвижимость более чем на 82,5 млн рублей

Обвиняемые по делу о стрельбе у офиса Wildberries обжаловали арест

В столице Югры Росгвардия обеспечила безопасность проведения спортивных мероприятий

Экология в России и мире

В переполненных туристами местах начался новый тип преступлений: извращенцы занялись апскиртингом

В Нижнем Новгороде открыли движение уникального кремлевского фуникулёра

Реклама на радио точно достигает своей аудитории

Манифест любви к себе — в лимитированных боксах от belle you x notem

Спорт в России и мире

51 год назад прошла «Битва полов» между Билли Джин Кинг и Бобби Риггсом

Ига Швёнтек снялась с турнира категории WTA-1000 в Пекине

Теннисист Надаль вошел в состав сборной Испании на Кубок Дэвиса

Титулы Самсоновой и Хромачёвой, неудача Касаткиной и прорыв Качмазова: как российские теннисисты проводят турниры в Азии

Moscow.media

Холодная осень, 24-го....

Как и где заказать вкусные бургеры на дом?

ВАЗ сбил 9-летнего пешехода

Портативный сканер штрих-кодов Heroje C1271 промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *