Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რადგან… სამშობლო აირჩია!

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო დრამატულ სცენაზე მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“-ს მიხედვით რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ დადგა სპექტაკლი, სახელწოდებით „სოფელსა შინა“… და არ შემეშინდება იმის თქმისა რომ, სწორედ ამ პრემიერით, თეატრის არსებობაში, იწყება, სულ სხვა, როგორც ჩანს, საინტერესო და ქმედითი ეტაპი;

ჩემთვის კიდევ ერთი რამაა აღსანიშნავი: მეგონა, (რატომღაც) მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას ვიცნობდი, მაგრამ ამ სპექტაკლის ნახვის მერე დავრწმუნდი, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე და… კლასიკოსის შემოქმედებითი მემკვიდრობიდან, არც კი გამეგონა მისი პიესა სამ მოქმედებად_ „შერცხვენილნი“(დრამატული ამბავი ერთობის დროიდან, 3 მოქმედებად“); ეს პიესა რეჟისორმა, რამდენი წლის წინათ, სტუდენტებთან დაამუშავა და სადიპლომო სპექტაკლად განახორციელა, თუმცა მაშინ მაინც წარმოუდგენელიც იყო, ბოლომდე ეთქვა სათქმელი, რაც ასეთი არსებითი და მნიშვნელოვანია, როგორც ავტორისათვის, ასევე რეჟისორისთვის.

როგორც ჩანს, ამ პიესას, მაინც, პროფესიონალურად გამოცდილ მსახიობებთან სჭირდებოდა განხორციელება, რადგან მიხეილ ჯავახიშვილი არ გახლავთ მარტივი, „მსუბუქი“ ავტორი. თან, როგორც ვხედავ, ეს პიესა საინტერესო აღმოჩნდა, მწერლის შემოქმედებით მემკვიდრობაში (მგონია, რომ სწორედ აქ, ამ პიესაში, გამოიკვეთა რამდენიმე პერსონაჟის კონტური, რომელმაც „დასრულებული“ სახე მიიღო, მოგვიანებით, მწერლის სხვა რომანებში), ასევე, რაც მთავარია, არც თემატიკით დაძველებულა პიესა, თუმცა რეჟისორმა მაინც გადაწყვიტა, კონკრეტიზაციისთვის თავი აერიდებინა და ამბავი, რომელიც ნაწარმოებში ხდება, უფრო განაზოგადა. ამიტომაც, შეიცვალა, ალბათ, სპექტაკლის სახელწოდება და ეწოდა „სოფელსა შინა“; ასეთი სათაური მრავალმხრივია: თამამადაც შეგვიძლია განვაზოგადოთ და მივუსადაგოთ, როგორც საკაცობრიოს, ასევე, საქართველოს ისტორიას. მით უფრო, რომ უნებურად ამოტივტივდება მეხსიერებაში ბარათაშვილისეული შეგონება: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს და…სოფლისთვის არა იზრუნოს“. … პიროვნება, რომელიც ქვეყნის ბედზე ზრუნავს, ბოლოსდაბოლოს, მიტოვებული და მარტოსული რჩება; ჯერ უპირობო გმირად, თავკაცად აღიარებენ, დააძალებენ კიდეც მათი წინამძღოლი გახდეს და ერთგულებას შეჰფიცავენ! შალვა აფრთხილებს: „ხალხო, გაფრთხილდით! მალე მოგადგებათ კარზე ეს ფიცი და მალე მოგვივა ის დღე, როცა ყველამ საქმით უნდა დაამტკიცოს თავისი ვაჟკაცობა, გამბედაობა და გმირობა. ხალხო, გაფრთხილდით! ეს დღეს მოდის და ჩვენც უნდა დავხვდეთ მას“ ხალხი უპასუხებს, მოვიდეს და მზად ვართ, დავუხვდებით კიდეცო, მაგრამ… მაგრამ სამწუხაროდ, როცა საფრთხე რეალურად მოვიდა, ყველამ ზურგი აქცევს შალვას! და… როგორც ხდება, ეროვნულ გმირს ხშირად იმსხვერპლებს ყოფითობა და პრაგმატიზმი, უგულებელყოფა იმ ადამიანებისგან, რომელნიც თითქოს მისი თანამზრახველნი კი არიან, მაგრამ… პირადული ბედნიერება არ ეთმობათ და როგორც ხშირად ხდება, ზნეობრივ გმირს თანამებრძოლნი ან შემოეცლებიან ან ღალატობენ, ამ შემთხვევაშიც მიხეილ ჯავახიშვილის მთავარი პერსონაჟი – განწირულია, მარტო რჩება,რადგან მისი არჩევანი სამშობლოა, თავისი ხალხია! პიესაში ბევრი პერსონაჟია. ამდენად, რეჟისორს უწევს რთული ამოცანის გადაჭრა: მასობრივ სცენები ოსტატურად, ესთეტიკურადაც ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ სპექტაკლის დეკორაციასაც „მოერგოს“, მსახიობებმა, მასობრივ სცენებში, თავისი ადგილი „იპოვოს“ და ორგანულად იგრძნოს თავი. ამ მხრივ, სპექტაკლი ვიტყოდი, გამორჩეულია.

ორგანულია ყველა ის სცენა, როცა მოქმედი პერსონაჟები ერთად დგანან სცენაზე, ვფიქრობ,ასეთმა სცენებმა სპექტაკლს, განსაკუთრებული მნიშვნელობაც კი შესძინა და რეჟისორის ნამუშევარი, მხატვართან ერთად (გოგლა გოგიბერიძე) ემოციური მუხტითაა აღბეჭდილი. „სასწაული ემოცია მოაქვს! რამხელა ტკივილი ჩადო ნუკრიმ“_ ( რეჟისორი _მალხაზ ასლამაზაშვილი) ასეთი მინაწერიც გაჩნდა სპექტაკლიდან ერთ-ერთი ფოტოზე. მხატვარი ვახსენე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, რასაც, დამეთანხმებით, „გამორჩეული ყური“, უზადო გემოვნება ჭირდება და სწორედ ასეთი განსაკუთრებულობითაა აღბეჭდილი მუსიკალური გაფორმება მთელ რიგ სცენებს ოსტატურად რომ ამშვენებს, ემოციურ მუხტს მატებს, ლამის, როგორც ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი, ისე ერწყმის სპექტაკლის ანსამბლურობას. კომპოზიტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი გახლავთ; დაბოლოს, ვიდრე სპექტაკლის ნახვის მერე, პირველ შთაბეჭდილებაზე საუბარს დავასრულებდე,აუცილებლად უნდა გამოვარჩიო მთავარი როლის შემსრულებლები ახალგაზრდა მსახიობები: შალვა_ მამუკა მანჯგალაძე და ელენე_ თამარ ბოლქვაძე. ეს ახალგაზრდა მსახიობები, ნამდვილად რომ პოტენციურად მზარდი მსახიობები ჩანან და ამიტომაც მათი ყოველი გამოჩენა სცენაზე მეტყველია. საინტერესო სცენებიც აქვთ, სირთულესაც თავს ართმევენ; განსაკუთრებით აღვნიშნავდი ელენესა და შალვას ბოლოს სცენას.

ასევე, არ მინდა გამორჩეს ქაიხოსროს როლის შემსრულებლის – დავით ჯაყელის შემოქმედებითი პოტენციალი; აგრეთვე, საინტერესოა, შალვასთან მოსალაპარაკებლად მისული ექიმისა (ზაალ გოგუაძე) და თავადი მამუკას (სესე მიქავას) სცენა: ამ ეპიზოდში მათ, შალვა (მამუკა მანჯგალაძე) უნდა დაარწმუნონ, რომ გამოცხადდეს, ჩაბარდეს, რადგან მტერი მეთაურს ითხოვს, თუ ასე არ მოიქცევა შალვა, მაშინ მტერი მთელ სოფელს ააწიოკებს. ევედრებიან, უნდა მიხვიდეო! არწმუნებენ, ოღონდაც იქ გამოცხადდი და არავინ არაფერს დაგიშავებსო, მაშინ როცა, კარგად იციან, სასიკვდილოდ სწირავენ თავიანთ რჩეულს და… ამ დროს, ორივე მსახიობი მოზომილი ჟესტებით, ძუნწი გამომსახველობითი ფორმით, „ავსებს“ პაუზას და რეჟისორის მიერ დასმულ ამოცანას, მართლაც, ყოველგვარი ზედმეტობის, „გადათამაშების“ გარეშე ასრულებს. საერთოდ, რეჟისორის მიზანსცენები სიმბოლურად და საინტერესოდაა აგებული; განსაკუთრებით დახვეწილია ელენეს თვითმკვლელობის სცენა, რომელიც მაყურებელში ერთდროულად ბადებს ესთეტიკურ სიამოვნებას და ამავე დროს, სინანულის განცდასაც. სარეცხის თოკით ჩამოიხრჩობს თავს (როგორც ეს ნაწარმოებშია მითითებული და ამას განსაკუთრებით იმიტომ აღვნიშნავ, რომ რეჟისორი ავტორს ეთანხმება და გამოგონილი ორიგინალურობისთვის თუ კეკლუცობისთვის, რაღაცას არ იგონებს, ახლიდან არ გადაწერს, მოკლედ, პიესას, რაც მე, როგორც მაყურებელს, განსაკუთრებით მომწონს), ელენე_ თამარ ბოლქვაძე, თოკს წყვეტს, მერე ამავე თოკზე გაფენილ თეთრ ზეწარში ეხვევა, ისე, როგორც სუდარაში… და ასე მიეფარება თვალს, მაგრამ…მისი ყოველი მოძრობა მაინც თვალნათლივია, ახალგაზრდა ქალი კარალიოკის ხეზე აბამს საბედისწერო თოკს და თავს იხრჩობს. ამ დროს სცენა ბნელდება და სინათლის თეთრ შუქში ეხვევა სწორედ ის ადგილი, სადაც ქალი ხეზე ჩამოკონწიალებულიყო, ამ დროს, ჩამომხრჩვალი უნდა მოჩანდეს, მაგრამ ამ საზარელ სურათს ვერ ვხედავთ და ამ დროს იქ თოვლის ფანტელები ცვივა და ხეზე დარჩენილი რამდენიმე ნაყოფიც წყდება, ანუ, აქ მთავრდება სიცოცხლე, რომელმაც ახალი ნაყოფი ვერ გამოიღო! … მაგრამ ასე და ამით, მაინც არაფერი მთავრდება: ავანსცენაზე გამოდის მოხუცი სანდრო – კახა კობალაძე და პატარა – ტასო – მარიამ გოგეშვილი! უფოროსი და ყველაზე უმცროსი პერსონაჟი სპექტაკლისა, ანუ _ თაობათა შორის კავშირი არ წყდება! და … ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა პატარა გოგონამ – წმინდა ნინომ იქადაგა.

ამ სპექტაკლის პრემიერაც სწორედ 27 იანვარს _ წმინდა ნინოს ხსენების დღეს გაიმართა და ამ დღეს ამ სურათის ხილვას, უნდა ვთქვა რომ, სულ სხვა ემოციური დატვირთვა მიენიჭა! p.s. ასეა, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება ჩვენი _ ქართველთა_ ცხოვრების თანამდევია და ამდენადაა, რეჟისორის არჩევანი სიმბოლურიც და მრავლისმეტყველიც და… აქ, ვგონებ, პოლიტიკური თეატრის კონტურებიც იკვეთება!

ფილოლოგი, ნინო ჩხიკვიშვილი

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Музыкальные новости

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

Заявление Союза армян России

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами

Новости России

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Eleganzza весна-лето 2024

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *