Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ვინ არის საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის: მოკავშირე, თანამგზავრი თუ წურბელა?“

„ვინ არის საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის: მოკავშირე, თანამგზავრი თუ წურბელა?“

უკრაინასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის ჯარების აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოყვანას უნდა მოიცავდეს, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 1 თებერვალს, ამერიკულ სააგენტო Bloomberg-თან საუბრისას.

„რუსეთმა უნდა გაითავისოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი მორჩება, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადება „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში პოლიტოლოგებმა გელა ვასაძემ და იგორ სემივოლოსმა შეაფასეს.

- გელა, როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს: „საქართველო არ ეხმარება უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარე არ გახდეს. მაგრამ სურს, სამშვიდობო შეთანხმებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათავისუფლებაზეც ეწეროს მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს?“

გელა ვასაძე: მინდა ობიექტური ვიყო და ამიტომ თქვენს ნათქვამს შევასწორებ. საქართველო, რა თქმა უნდა, „რამშტაინის“ წევრია. საქართველო ყველა სანქციას მიუერთდა და თავისიც შემოიღო. საქართველომ კატეგორიულად უარი თქვა უკრაინის დახმარებაზე, იმ მოტივით, რომ ამას შეიძლება რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყვეს.

ახლა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, აქ რამდენიმე ასპექტია. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინამ უნდა მოითხოვოს, უკრაინას არავის ვალი არა აქვს. ამიტომ ამ ტონით საუბარი, თითქოს ვინმე რამეში იყოს ვალდებული, არ ღირს.

ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, უკრაინას ხელს არ აძლევს, საქართველო რუსეთის ჭირიან ხუხულაში მოხვდეს. ეს უკრაინის გამარჯვებას გადაავადებს. აქ საქმე სამხედრო მოგებასა და 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას არ ეხება - ამას მაშინაც შეიძლება მიაღწიონ, თუ საქართველო ამ ჭირიან ხუხულაში აღმოჩნდა. აქ საუბარია საბოლოო გამარჯვებაზე, რომლის შემდეგაც რუსეთი ვეღარც უკრაინას დაემუქრება, ვეღარც სხვა ქვეყნებს.

მაგრამ რუსეთის ჭირიან ხუხულაში მოხვედრა, არ შეიძლება უკრაინას უფრო ადარდებდეს, ვიდრე თავად საქართველოს, თუ, რა თქმა უნდა, თავად პოლიტიკოსებს არ სურთ ეს. აქ კი, ძალიან ვეჭვობ. პრორუსული მთავრობა საქართველოში იმას კი არ ნიშნავს, რომ მას რუსეთიდან ვინმე მართავს, ქართველ პოლიტიკოსებს კრემლი თავად „აწყობთ“. ეს რეალობაა.

თუ პრეზიდენტის ეს განცხადება უბრალოდ პრელუდია არ არის იმისა, რომ უკრაინას უსიტყვოდ დავუჭიროთ მხარი, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, მაშინ ეს უცნაური განცხადებაა.

- იგორ, თქვენ როგორ შეაფასებდით? გამოდის, უკრაინელი სამხედროები ფრონტზე არა მხოლოდ უკრაინისთვის იხოცებიან, არამედ საქართველოსთვისაც. 

იგორ სემივოლოსი: ვფიქრობ, ტერიტორიების დეოკუპაცია საქართველოში, მოლდოვასა თუ აზერბაიჯანში, რუსეთის დამარცხების ლოგიკური დასასრული იქნება. მაგრამ ზურაბიშვილთან დაკავშირებით უნდა გავიაზროთ, ის ვის მიმართავდა, ცხადია, უკრაინას არა, არც უკრაინის მთავრობას - არამედ დასავლეთს, რომ შემდეგ ომის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს ინტერესებიც ჰქონდეთ მხედველობაში.

გელამ მართალი თქვა, ეს არაფრის მთქმელი განცხადებაა. ან მართლაც საქართველოს პოლიტიკის სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, საქართველოს მთავრობის განცხადებას, თუ არა და, მაშინ ეს სიტყვები ჰაერში გამოეკიდება მხოლოდ იმის გასახსენებლად, რომ არსებობს საქართველო და მისი პრობლემები.

როდესაც უკრაინელებს ესმით ახალი ამბები საქართველოდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის პოზიცია, მათ აწუხებთ კითხვა: ვინ არის საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის: მოკავშირე, თანამგზავრი თუ წურბელა?

- ანუ რამე მოთხოვნა მხოლოდ მაშინ შეიძლება წამოაყენო, თუ  საქართველო უკრაინას ომში დაეხმარება?

იგორ სემივოლოსი: ამ განცხადებების ადრესატი ვინაა? თუ უკრაინა, მაშინ საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. თუ, მაგალითად, საფრანგეთი - ჩვენ გვახსოვს სარკოზის სამშვიდობო მისია - მაშინ საფრანგეთმა არკვიოს. უკრაინელები ამ განცხადებას ძალზე სკეპტიკურად ეკიდებიან.

- თუ სამშვიდობო შეთანხმებაზე მიდგა საქმე, ფიქრობთ, ვინმეს საქართველო გაახსენდება?

იგორ სემივოლოსი: ვფიქრობ, კი. აქ მთელი პოსტსაბჭოთა სისტემის გადატვირთვაზეა საუბარი. რუსეთის იმპერიის დაშლის პროცესი ერთ რომელიმე მომენტზე არ შეჩერდება. ეს რთულად შესაჩერებელი პროცესია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი წამოიწევს, მათ შორის საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში. ეს უეჭველად იქნება განხილვის საგანი. მთავარია, უკრაინამ თავად გაიგოს, ეს რაში სჭირდება. ეს ქვეყნები მართლაც სუამის დემოკრატიული საზოგადოების წევრები არიან თუ ეს უბრალოდ სიტუაციური იდეაა, რომელიც ქალბატონ პრეზიდენტს მოუვიდა თავში. თუ ასეა, ის ჩვენთვის საინტერესო არაა.

- გელა, ზურაბიშვილის ეს განცხადება ვის ეხება? ეთანხმებიან მას? მაგალითად, მმართველი პარტია თუ ეთანხმება?

გელა ვასაძე: ვფიქრობ, ეს განცხადება მისი ერთგვარი პოლიტიკური ინდულგენციაა. შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს, რეალურად რა ხდება. მან თქვა: „ჩემს წილს შევიტან“ და ასე შემდეგ. თუმცა, ჯობდა თავისი წილი იმით შეეტანა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გაეთავისუფლებინა. ამას კი არ აკეთებს.

- სალომე ზურაბიშვილს, ან სხვა ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ გავლენის რამე მექანიზმი ევროკავშირზე, საფრანგეთზე, აშშ-ზე, რომ როდესაც საქმე რუსეთის დამარცხებაზე მიდგება, მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების ლობირება შეძლონ?

გელა ვასაძე: თუ რუსეთი სრულად დამარცხდა, ისედაც ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მოხდება. ამისთვის ხელშეკრულებებში პუნქტების ჩამოწერა არ არის საჭირო. ამიტომაც ვამბობ, ზურაბიშვილის განცხადება განყენებულია რეალური პოლიტიკისგან.

- იგორ, ზურაბიშვილი რასაც ამბობს, ამის რეალიზების საშულებას ხედავთ?

იგორ სემივოლოსი: ახლა არა. ძალადობის ეს ჯაჭვი მხოლოდ მაშინ გაწყდება, თუ რუსეთი როგორც იმპერია არსებობას დაასრულებს. თუ რუსეთი დამარცხების შემდეგ ისევ გამოძვრება და შეეცდება ძალები აღიდგინოს, ომი განაგრძოს, მაშინ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ცოტა ხნით ამოვისუნთქებთ.

თუმცა, ამ ტერიტორიების გათავისუფლება შესაძლებელია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც რუსეთი დასუსტდება და სერიოზული წინააღმდეგობის თავი არ ექნება, მათ შორის სამხედრო ძალებით - საქართველოსი იქნება ეს თუ მოლდოვის. შედეგის გასამყარებლად ამას ამ ქვეყნების ნატოში შესვლა უნდა მოჰყვეს.

- შესაძლოა ეს განცხადებები ევროპერსპექტივის კონტექსტში განვიხილოთ?

იგორ სემივოლოსი: შესაძლოა, განსაკუთრებით ეს ეხება უკრაინას. საქართველოს ევროპერსპექტივებზე საუბარი ახლა რთულია, თუ გავითვალისწინებთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს მიმართ აქვს და საქართველოს მთავრობის რეაქციას ამ მოთხოვნებზე, რომელიც ძალიან ბავშვური და არასერიოზულია. საქართველოს მთავრობა იბუტება და მიაჩნია, რომ მათ უბრალოდ ცუდი პიარი აქვთ. თუ ასე გაგრძელდა, ვეჭვობ, საქართველოს მთავრობამ მოახერხოს და ომისშემდგომ ვითარებაში უპირატესობის მოპოვება შეძლოს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Врач МОДКТОБ рассказал об опасности открытых окон для детей

Примадонна оперной сцены Хибла Герзмава споет в ...

Почти 3 тысячи гектаров земли доступны в индустриальных парках Подмосковья

Отключения горячей воды начнутся в Москве с 20 мая

Музыкальные новости

Аналитики оценили изменение высоты новостроек в городах России за 5 лет

Оксана Федорова представила на выставке-форуме «Россия» премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова»

В Пушкинский день театр кукол «Ульгэр» выступил в райцентре Ресрублики Бурятия: Россия и Культура, Дети

Продвижение Песен и Музыки в Плей-листах Яндекс.Музыка.

Новости России

Первый международный день медитации состоится в «Царицыне». Relax FM приглашает

Государственный Кремлёвский оркестр наградили Орденом «Святых Равноапостольных Кирилла и Мефодия»

У подростка-зацепера из-за удара током сгорел половой орган

Примадонна оперной сцены Хибла Герзмава споет в ...

Экология в России и мире

Я не пью алкоголь вообще: Анастасия Волочкова резко ответила на слухи об алкоголизме

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики

Традиции и инновации: Развитие онлайн-казино в Казахстане

Где находится самая северная страусиная ферма в мире?

Спорт в России и мире

Калинская проиграла Свитолиной и не смогла выйти в 1/8 финала турнира в Риме

Теннисист Джокович раздавал автографы в шлеме после попадания бутылкой в голову

Кто транслирует бой Табило против Джоковича на турнире Rome Masters 1000?

Новак Джокович с позором вылетел с турнира в Риме

Moscow.media

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

В Подмосковье росгвардейцы почтили память Героев Великой Отечественной войны и возложили цветы к мемориальным комплексам региона.

OpenAI готовит конкурента поисковику Google, но на базе ИИ

Ремонт Северодвинского моста в Архангельске начнут 15 мая







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *