უკრაინაში ჯარს აგზავნიან: ბულგარეთის სოციალური მედია მოიცვა ჭორებმა მობილიზაციის შესახებ
ბულგარელი ქალი გვიამბობს, რომ შვებას გრძნობს, რადგან მისივაჟი საზღვარგარეთაა და ვერ მისწვდება ის, რაც, როგორც დედა შიშობს, მოსალოდნელია სამშობლოში: შრომისუნარიანი კაცების არა მხოლოდ ჯარში გაწვევა, არამედ უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიან კონფლიქტში საომრად გაგზავნა.