Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების წესი შეიცვალა - რას ნიშნავს ეს

ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების წესი შეიცვალა - რას ნიშნავს ეს

თბილისში, ლიბანის ქუჩის ბოლოს ერთი ნახევრად გამოშიგნული კორპუსი დგას. ადგილობრივები “ტიტანიკს” ეძახიან.  ავჭალის “ტიტანიკი” წლებია გრუნტის წყლებში “იძირება”. ვისაც წასასვლელი აქვს, მას ტოვებს და უფრო უსაფრთხო ადგილას გადადის საცხოვრებლად. შენობის მესამედი გაუკაცრიელებულია - კარ-ფანჯრები ჩამოხსნილია და ავეჯი გაზიდული. შენობის ცოცხალ ნაწილში ადამიანები ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას და იმ დღეს ელოდებიან, როცა მერია ამ კორპუსს დაანგრევს და მათ სხვა ადგილას შესთავაზებს საცხოვრებლად გადასვლას. 

“ოცდარვა წელია აქ ვცხოვრობ და ოცდარვა წელია ასეა ეს სახლი. სხვაგან გადასვლა თან მინდა და თან არა”, - გვეუბნება ახალგაზრდა კაცი “ტიტანიკის” პირველი სართულიდან და ამატებს, რომ ასეთი ავარიული კორპუსები თბილისში ძალიან ბევრია. 

“ამ კორპუსს თუ დაანგრევენ, მაშინ გვერდითა სკოლის შენობაც უნდა დაანგრიონ, ისიც გრუნტის წყლებზე დგას, ამის ქვემოთა კორპუსიც”, - ამბობს ის და ხელს იშვერს 119-ე სკოლისკენ, რომელიც “ტიტანიკს” უყურებს. ამ სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ ცნობები არ იძებნება, Google-ს ახსოვს მხოლოდ ის, რომ აქ დირექტორი 2021 წლის ოქტომბერში შეიცვალა, საპარლამენტო არჩევნების წინ და მაშინ ამ ცვლილების მიღმა არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს მშობლები და მასწავლებლები აპროტესტებდნენ. ძველი დირექტორი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული, ახალი მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან."

“ამბობენ, 2-3 წელიწადში გადაგიყვანთო. მხოლოდ ბინის ფართს ანგარიშობენ. ჩვენ ვითხოვთ, “გარაჟებიც” მიათვალონ, ჯერჯერობით უარს ამბობენ”, - ეს ამ კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრებია, შუახნის ქალი. მისი ფანჯრები “უკანა ეზოში” გადადის, რომელიც სავსეა ავტოფარეხებით.

თბილისის მერია წლებია საუბრობს ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების აუცილებლობაზე ისე, რომ არ მოიპოვება  ზუსტი და  ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ავარიული სახლია დედაქალაქში. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების  ახლით ჩასანაცვლებლად 2022 და 2023 წლების თბილისის ბიუჯეტში 20-20 მილიონი ლარი გამოიყო. არსად იყო განმარტებული, რამდენი მოსახლის ახალი ბინით უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი ეს თანხა. 

“დაახლოებით ათი ათასი” - ასეთია არაოფიციალური მონაცემები.

 

ავარიული სახლები თბილისში რამდენიმე კატეგორიად იყოფა:  

საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული კორპუსები, რომლებსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა;

ქალაქის ისტორიული ნაწილის ამორტიზებული სახლები, რომელთა ნაწილსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იცავს და

შენობები, რომლებიც გეოლოგიურად სენსიტიურ ადგილებშია სხვადასხვა დროს აშენებული.

დაუმთავრებელი ან მიტოვებული შენობები, სადაც შეიძლება უსახლკაროები იყვნენ "შეჭრილები"

თბილისი ავარიული სახლების გასამაგრებლად წელიწადში რამდენიმე მილიონს ხარჯავს, თუმცა ეს გამაგრება შეუქცევადი პროცესების შეჩერების მცდელობა უფროა, ვიდრე პრობლემის მოგვარების. კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება იმ ადამიანებისთვის ქირის გადახდაში, ვისი სახლებიც საცხოვრებლად საშიშია და ახლით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. იმის მიუხედავად, რომ მერია განმარტავს, პრიორიტეტი განსაკუთრებით მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე შენობების გამაგრებააო, ზოგჯერ შესრულებულ პროექტებში შედარებით მყარად მდგარი შენობების გამაგრების სამუშაოებსაც ვხვდებით. 

პრობლემის გადასაჭრელად თბილისის საკრებულომ 2022 წლის მაისში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა და არასრული ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 27 იანვარს, ეს მცირედით შეცვალა. ეს ცვლილება მუნიციპალიტეტს უფლებას აძლევს, “ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე”.

საკრებულოს წევრი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალი ჩანაწერი  ქალაქს საშუალებას მისცემს სწრაფად მოაგვაროს მოსახლეობის პრობლემები.  საზოგადოებაში კი გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა ერთ დღეს ქალაქის მთავრობამ ნების საწინააღმდეგოდ გაასახლოს ადამიანები მათი კუთვნილი სახლიდან და სხვა ადგილას აშენებულ ბინაში მიუჩინოს ადგილი. 

რას გულისხმობს ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი

 

ეს წესი შეეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს ახალ შენობაში საცხოვრებლად გადასვლა, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში გადასაცემი ფართის გამოანგარიშებისას ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმდენი ფართის ბინას, რამდენიც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება. 

“სამწუხაროდ, ცუდი, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ლაპარაკია იმაზე, რომ მუნიციპალიტეტმა მიიღო უფლება, სანამ იქნება სრული, 100%-იანი თანხმობა, ქალაქმა გამოყოს სხვა ტერიტორია, სადაც დაიწყება პროექტის განხორციელება და აშენდება კორპუსი, სადაც შემდგომში იქნებიან გადაყვანილები ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერანაირად ვერ მოხდება მათი თანხმობის გარეშე, თუ ადამიანი თანახმა არ არის, მას იძულებით ვერსად ვერ გადაიყვან”, - ამბობს რევაზ სოხაძე და იქვე განმარტავს, რომ არის რამდენიმე შემთხვევა, “მათ შორის ერთი არის ვარკეთილში, ყოფილი 109-ე  სკოლის ტერიტორია, რომელიც არის მწვავედ ავარიული და სადაც სამომავლოდ კორპუსის განთავსება აღარ იგეგმება იმის გამო, რომ ვარკეთილის მასივის განაშენიანების გეგმის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია სამომავლოდ არის რეკრეაციული ფუნქციით განსაზღვრული. ამიტომ ამ ტერიტორიიდან მოხდება ადამიანების გადაყვანა სხვა, იქვე მდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ კორპუსებში. იგივე ვითარება გვაქვს ე.წ. ტიტანიკის შენობასთან დაკავშირებით, სადაც ძალიან მძიმე გეოლოგიური მდგომარეობაა, გრუნტის წყლების გამო ეს შენობა იძირება. იქ სხვა კორპუსი ვეღარ აშენდება, ახალი ტერიტორია იყო მოსაძებნი და მერიამ უკვე გამოყო ტერიტორია, სადაც განხორციელდება აღნიშნული პროექტი და იმისთვის, რომ დრო არ დაიკარგოს თანხმობებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება ახალ ტერიტორიაზე დაამტკიცოს პროექტი და როცა იმ კორპუსის მაცხოვრებლები განაცხადებენ თანხმობას, მერე გადაიყვანონ. აქ არაფერი საგანგაშო არ არის”.

 

წესი გეგმის გარეშე

არსებობს ჩანაცვლების განახლებული წესი, მაგრამ თბილისის მთავრობას არ აქვს გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლების პროცესი წარიმართება.

იმისათვის, რომ ავარიული სახლიდან საცხოვრებლად ახალში გადახვიდე, საჭიროა ამხანაგობამ მიმართოს გამგეობას, გამგეობამ კი ავარიულობის ხარისხის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩათვალოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამის შემდეგ გამგეობა მიმართავს ქალაქის მთავრობას, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი საქმეში ერთვება თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც იწყებს კონტრაქტორი კომპანიების მოძებნას ახალი ნაგებობის პროექტირებისა და მშენებლობისთვის. 

სანამ ახალი სახლი აშენდება, გამგეობა იხდის ქირას, რომლის რაოდენობაც ბრძანებაში 500 ლარით არის განსაზღვრული, მაგრამ რევაზ სოხაძე ამბობს, რომ ეს თანხა საბაზრო ფასის გათვალისწინებითაც იცვლება კონკრეტულ შემთხვევებში. 

მას შემდეგ, რაც საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაამტკიცა, ჯერ მხოლოდ ერთ მისამართზე აქვს გავლილი ყველა ეს საფეხური. ვარკეთილის მესამე მასივის მეშვიდე კვარტლის XII კორპუსი უკვე დანგრეულია და ამ ოთხსართულიანი შენობის ნაცვლად ახალი ათსართულიანი კორპუსი შენდება. ქალაქის ბიუჯეტს ეს პროექტი მილიონი ლარი უჯდება, დეველოპერი ამ თანხის გარდა საკუთრებაში იღებს იმ ნამატ ფართებს, რაც სართულების ზრდის ხარჯზე გაჩნდა. 

 

 

“ისეთ ადგილებში, სადაც სართულების გაზრდა არ მოხერხდება, მეტის გადახდა მოგვიწევს. ამ ეტაპზე ჩვენ თანხის გადახდის პრობლემა არ გვაქვს, მზად ვართ იმ ქეისებზე, რაც შეიკვრება, ყველაფერზე მოვიძიოთ თანხები. პრობლემა არის თანხმობები, 100%-იანი თანხმობის მიღება მოსახლეობისგან. მე სამგორის მაჟორიტარი ვარ, პირადად ვხვდებოდი მოსახლეობას და არ არის ადვილი, იმის მიუხედავად, რომ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, 100%-იანი თანხმობის მიღება. 15 კორპუსის მოსახლეობისგან გვქონდა წინასწარი თანხმობა და ბოლოს დავედით 7 კორპუსზე”, - ამბობს სოხაძე. მოსახლეობის წინასწარი თანხმობა მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როცა ახალი კორპუსი ძველის ადგილას შენდება, როგორც ეს მაგალითად ვარკეთილის მესამე მასივში ხდება. იმ შემთხვევებში, როცა ალტერნატიული კორპუსი სხვა ადგილას შენდება და ავარიული სახლის დანგრევა აუცილებელი არ არის წინ უსწრებდეს ახალი შენობის აშენებას, მოსახლეობას შეუძლია ნებართვა სხვა ადგილას გადასვლაზე გვიან გასცეს და ახალი კორპუსის აშენებამდე ძველ სახლში დარჩეს. 

იმას, რომ ძველი შენობების რეაბილიტაციისას მოსახლეობის 100%-ის თანხმობის შეგროვება რთული ამბავია, ადასტურებს არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი და გვიხსნის, რომ მოსახლეობის უნდობლობას არათანმიმდევრული პოლიტიკა აღრმავებს.  

“ნდობის ფაქტორი სერიოზული გამოწვევაა”, - ამბობს ნანო.

 

ამ დროისთვის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გარდა ერთი კორპუსის მშენებლობისა ვარკეთილში, 4 მისამართზე დაწყებულია ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მაგალითად, ქერჩის ქუჩაზე, 6 ნომერი იქნება იმ შენობის მისამართი, რომლის პროექტირებაშიც თბილისის განვითარების ფონდი 1 256 000 ლარს უხდის კონტრაქტორ კომპანიას.

რა ბედი ელის ისტორიულ მემკვიდრეობას და თბილისის ცენტრალურ უბნებს? 

ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში დაკონკრეტებული არ არის, ეხება თუ არა დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და როგორ იმოქმედებს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ადგილმონაცვლეობის პრინციპი. თბილისის ბიუჯეტის განმარტების მიხედვით, სადაც აქცენტი საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ შენობებზეა გაკეთებული, ნათქვამია, რომ პროგრამა ეხება იმ შენობებს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ და აქვთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა გაუმართავი ლიფტები, უსახური მიშენებები, მოუწესრიგებელი სადარბაზოები, ეზოები. 

“ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში. ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრადაა შეზღუდული, ამ არეალებში წესიდან გამონაკლისია დადგენილი. ის მიდგომები, რაც გვაქვს სხვადასხვა უბნებში, რაიონებში, ჩვეულებრივ სივრცეებში, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება”, - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2023 წლის დასაწყისში და ქალაქის მთავრობას დაავალა “დადონ კონკრეტული პროგრამა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება”. კახა კალაძეს ეს პროგრამა კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე ვერ წარმოუდგენია და გუნდსაც ბიზნესის ჩართვა სთხოვა ისტორიული უბნების “მოწესრიგებისა და რეაბილიტაციის საქმეში”.

თბილისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება გენერალური გეგმის მიხედვით აქვს აღებული და მასზე მუშაობა 2021 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Красноярский врач спас пассажирку самолета с приступом аллергии

В Волоколамском округе отреставрируют церковь Рождества Пресвятой Богородицы

Пасхальный концерт прошёл в Ульяновске

Пианист-виртуоз Култышев исполнит редкие сочинения Баха и Брукнера на концерте в «Зарядье»

Музыкальные новости

Оксана Федорова представила на выставке-форуме «Россия» премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова»

Аналитики оценили изменение высоты новостроек в городах России за 5 лет

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики

Новости России

Стартовал прием заявок на городской конкурс социальных проектов «ЛИЦА района»

В Волоколамском округе отреставрируют церковь Рождества Пресвятой Богородицы

Исследование: более половины москвичей обращаются к врачу лишь при наличии серьезных проблем

Москвич, убивший жену ста ударами ножа, получил 13,5 лет колонии

Экология в России и мире

Показ Academy Kaurtseva Fashion Day III 24

Бурятский госцирк представил новое руководство: Театр и цирк, Россия и культура, дети

Мозговой имплантат Neuralink Илона Маска устраняет первую серьезную неисправность: что пошло не так?

Где находится самая северная страусиная ферма в мире?

Спорт в России и мире

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме

Кто транслирует бой Табило против Джоковича на турнире Rome Masters 1000?

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг

Саснович вышла в третий раунд турнира WTA-1000 в Риме

Moscow.media

OpenAI готовит конкурента поисковику Google, но на базе ИИ

"Помогу оформить детские пособия". Почему имя Мухаммад бьёт рекорды в ХМАО

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян

Сценарии для любого торжества, праздника, корпоратива - квесты, ролевые игры, конкурсы. Ищем авторов сценариев.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *