დეკანოზი თამაზ ლომიძე: თქვენ, არაქრისტიანების დასჯაზე ნატვრას თავი დაანებეთ და იმაზე იფიქრეთ, რომ …
“ზოგიერთები თურმე ფიქრობენ, რომ სტამბულში აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მომხდარა მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში. ანუ, ღმერთს ამისთვის დაუსჯია ეს ხალხი.
ასე შევხედოთ ამ საკითხს: ე.ი. მე-15 საუკუნეში ბიზანტიელების ურჯულოების გამო თვითონ ღმერთმა რომ დაუშვა კონსტანტინეპოლის (სტამბულის) დაცემა და თურქების ხელში ჩავარდნა, შედეგად მთავარი ტაძრის, აია სოფიას მეჩეთად ქცევა, შემდეგ ისევ ღმერთმა რომ დაუშვა თურქეთიდან მართლმადიდებლების თითქმის მთლიანად გასვლა და ფაქტობრივად მართლმადიდებელი მრევლის გაქრობა თურქეთში, აი, ამ ყველაფრის შემდეგ ანუ იმის შემდეგ, რაც თავად მართლმადიდებლების დანაშაულის გამო დაუშვა უფალმა, 550 წლის შემდეგ ისევ თვითონ სჯის სტამბულიდან 1200 კილომეტრით მცხოვრებ ხალხს? მათ შორის ბავშვებს, რომელთაც შეიძლება საერთოდაც არაფერი სმენიათ აია სოფიას შესახებ? ხედავთ, რა სიგიჟემდე მიდის ქრისტიანობის ფანატიკური ინტერპრეტაცია?
თქვენ, არაქრისტიანების დასჯაზე ნატვრას თავი დაანებეთ და იმაზე იფიქრეთ, რომ სახარების მიხედვით ყველაზე მეტად ის ქრისტიანები დაისჯებიან ბოლოს, ვისთანაც მივიდა სარწმუნოება და მაინც არ უსმინა უფალს!” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.