ნათია მეზვრიშვილი: ბატონი ბიძინას კიდევ ერთი უარი ევროპას – არ გვიღირს ისეთი ევროპა, სადაც …
“ბატონი ბიძინას კიდევ ერთი უარი ევროპას – არ გვიღირს ისეთი ევროპა, სადაც მედია ცენზურას ექვემდებარებაო და ამ დროს სადღაც იქვე მახლობლად, ევროპული სტანდარტის სახელით, კრიტიკულ მედიას საქართველოს პარლამენტის შენობიდან აძევებენ. ერთი ზაზა შათირიშვილის და პროპგანდისტული მედიის პირით გააჟღერა, მეორეს 9-იანის და ოცნების დეპუტატების ხელით აკეთებს. არ დაგვავიწყდეს, ევროპაზე უარს საქართველოს იმ მოქალაქეების სახელით ამბობს, რომელთა 85% მხარს უჭერს ევროპას,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი.