Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა - ვლადირიმ ჯაბაროვი

ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა - ვლადირიმ ჯაბაროვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. როგორც გამოცემა "ვესტნიკ კავკაზა" წერს, ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების  შემთხვევაში მასალა განახლდება.

ოფიციალური არა, მაგრამ აქამდე არსებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტს „ვლადიმირ პუტინს ქართველი ხალხის სახელით" გაუგზავნეს. ამის შესახებ 19 იანვარს განაცხადა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორმა რომან ბოკერიამ გადაცემაში „საქმის კურსში“.

მისი თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენის თემა, გასული წლის 7 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ფორმულაზე განიხილეს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოკერიას სიტყვებით, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაც, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ამ მიმართვის შედეგია.

„7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და რუსებს ვთხოვეთ, რომ უბრალო ხალხს, ქართველებს ფრენების აღდგენა გვჭირდება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა. გუშინ კი გავიგეთ მზადყოფნა [იგულისხმება ლავროვის განცხადება] რომ რეისები აღდგეს“,- განაცხადა რომან ბოკერიამ.

მისი თქმით „ქართველი ხალხის თხოვნა“, "რუსეთში მცხოვრები ქართველების" სახელით გაიგზავნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ამასთან,  იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შეძლებენ.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რუსეთთან, ფრენების აღდგენის წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პირდაპირი ავიამიმოსვლა  საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Курс доллара на Мосбирже упал до 88,77 рубля

Арсентий Ткаченко стал главным дирижером Филармонический камерный оркестр в Новосибирске

Встреча с поэтессой Шахназ Сайн состоится 9 июня в Подмосковье

Экс-инвестиционный директор "Роснано" Губаев осужден на 8 лет по делу о хищении

Музыкальные новости

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Скандал с пенальти, отмена гола Вендела и решающий мяч Алипа на 95-й! «Зенит» победил «Балтику» в финале Кубка России

Штрафы подняли на совесть // В Москве и Петербурге водители станут платить в несколько раз больше за неоплаченный проезд

Новости России

Экс-инвестиционный директор "Роснано" Губаев осужден на 8 лет по делу о хищении

В Москве стартовал конкурс лучших садоводческих практик

Встреча с поэтессой Шахназ Сайн состоится 9 июня в Подмосковье

Курс доллара на Мосбирже упал до 88,77 рубля

Экология в России и мире

ГЕРОИЧЕСКОЕ УЧАСТИЕ АРМЯН В СВО. ЧАСТЬ ЧЕТВЕРТАЯ

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

С чем носить юбку этим летом: примеры стильных образов

Глава "Рексофт" - в топ-100 отечественных ИТ-лидеров

Спорт в России и мире

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема

«Контракта на экипировку у меня до сих пор нет» // Теннисистка Анна Калинская о лучшем сезоне в своей карьере

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA

Moscow.media

Водитель "Лифана" погибла после аварии с фурой

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

CorpSoft24 и 3DiVi экспортируют биометрию в Африку и на Ближний Восток

Новый цвет и знакомый звук: игровая гарнитура GR270 от Bloody







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *