კოჯორში დაკარგული ბაჩო ქართველიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
კოჯორში დაკარგული ბაჩო ქართველიშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, ქოროღლის ციხის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა.
33 წლის გიორგი (ბაჩო) ქართველიშვილი ტურისტული კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორია.
როგორც ცნობილია იგი ექსტრემალური ტურიზმის მიმდივარი იყო. სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ კოჯორში ველომოყვარული დაიკარგა:
“მეგობრებო კოჯორში დაიკარგა ველომოყვარული ბაჩო ქართველიშვილი, ეძებენ მაშველები და კრიმინალური პოლიცია. ვინმეს ხომ არ დაგინახავთ ან რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მასზე” , – წერდნენ მისი მეგობრები.