რატომ წავედი საქართველოდან
“Checked in New York” - ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა დაწერა ფეისბუკზე, რომ ემიგრაციაში წავიდა. იმდენად მოულოდნელი ამბავი იყო, რომ საერთო მეგობარს მივწერე, მაიაც წავიდა-მეთქი? ჰო, როგორც ვიცი, მოხუცის დამხმარედო, დამიბრუნდა პასუხი.