მაღალი მოდის ბრენდი “ლუი ვიტონი” – უცნობი და საინტერესო ფაქტები
თუ მაღალ მოდაზე საუბრობთ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელიც გაგახსენდებათ “ლუი ვიტონია”. მდიდრული და გრაციოზული მოდის სახლი, რომელიც ორი საუკუნეა, არ კარგავს პოპულარობას და აგრძელებს მსოფლიო დიდების მწვერვალზე ყოფნას.
“ლუი ვიტონი” არასოდეს აცხადებს ფასდაკლებას. ბრენდი ყოველთვის აფრთხილებს თავის მომხმარებელს, რომ არ შეიძინონ ინტერნეტით “ლუი ვიტონის” ჩანთები, რომლებზეც დიდი ფასდაკლებებია გამოცხადებული, რადგან ისინი ყალბია და ონლაინ თაღლითობის მსხვერპლები აღმოჩნდებიან.
“ლუი ვიტონი” 1854 წელს 33 წლის ლუი ვიტონმა დააარსა. პირველი პროდუქტი, რომელიც მან გაყიდა, ჩემოდანი იყო. 1892 წელს, როდესაც ლუი გარდაიცვალა, ბიზნესი მისმა შვილმა ჩაიბარა. სწორედ მან დაიწყო პატარა ჩანთების და საფულეების წარმოება, რომელიც პარიზის გარეთ გავიდა და სახლმა საერთაშორისო ბრენდის სახე მიიღო.
“ლუი ვიტონს” ვიტონების სამი თაობა მართავდა. თავად ლუი ვიტონი, შემდეგ მისი შვილი ჯორჯი და შვილიშვილი გასტონი.
ცნობილი LV ანაგრამა ლუი ვიტონის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბრენდის ჩანთები ძალიან ძვირად ფასობს, არის ის, რომ წარმოუდგენლად გამძლე მატერიისგან იქმნება, რომელიც ყველანაირ პირობას უძლებს, მათ შორის წყალს და ცეცხლს. დამზადებისას ისინი სპეციალურ ტესტს გადიან, მაგალითად ელვა-შესაკრავი 5000-ჯერ იღება და იხურება, რათა მისი გამძლეობა შემოწმდეს.
ემა სტოუნი, ლეა სეიდუ და ალისია ვაკანდერი “ლუი ვიტონის” ცნობილი სახეები არიან.
ალბათ, გიფიქრიათ, როგორ შეიძინა და მოიზიდა ლუი ვიტონმა ცნობილი და მდიდარი მომხმარებელი. იგი 1852 წელს ნაპოლეონის ცოლისთვის მუშაობდა. გასულ საუკუნეში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ოდრი ჰეპბერნმაც, რომელმაც ბრენდს სპეციალური ჩანთის დამზადება სთხოვა. ჩანთა ცნობილია სახელწოდებით “Speedy”.
“ლუი ვიტონი” არსებობის რამდენიმე ათწლეულს ითვლის და დღემდე ყველაზე ცნობილი, მდიდრული და ხარისხიანი ბრენდის სახელითაა ცნობილი.
წყარო/ფოტო: The Fact Site